» » ლევანდოვსკი : ფლიკმა დიდი სამუშაო გასწია

ლევანდოვსკი : ფლიკმა დიდი სამუშაო გასწია

21-11-2019, 13:57
0151
მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი გოლიადორი რობერტ ლევანდოვსკი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ჰანს-დიტერ ფლიკისა და პეპ გვარდიოლას შესახებ საუბრობს.

"ფლიკის ურთიერთობა ფეხბურთელებთან იყო სამართლიანი და პირდაპირი. მოთამაშეებმა მას მყისიერად გაუგეს. გარდა ამისა, იგი კარგად მუშაობს ტაქტიკის თვალსაზრისითაც. არ ვიტყვი, რომ ამჟამად ყველაფერი იდეალურადაა, თუმცა ჰანს-დიტერ ფლიკმა ამ დღეების განმავლობაში ძალიან კარგი სამუშაო გასწია. დღეს ძალიან რთულია იპოვო კარგი მწვრთნელი, რადგანაც ისინი დაკავებულები არიან, სწორედ ამიტომ მართებულია წინსვლა განვაგრძოთ სწორედ ფლიკის თაოსნობით."

"რაც შეეხება პეპ გვარდიოლას, ვფიქრობ რომ იგი თითქმის ყველა ფეხბურთელს კიდევ უფრო უკეთესს ხდის, სწორედ ამიტომ მისი ხელმძღვანელობით ვარჯიში - ეს ძალიან დიდი გამართლებაა თითოეული მოთამაშისთვის."-ციტირებს გამოცემა Sport Bild რობერტ ლევანდოვსკის სიტყვებს.

"ფეხბურთში არაფერია გამორიცხული. გასულ ოთხშაბათს პეპთან კომუნიკაცია მქონდა, ახალი არაფერია. მანჩესტერ "სიტის" რიგებში იგი თავს კარგად გრძნობს, ისევე როგორც აღნიშნულ ქალაქში. მისი მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. არავინ, გარდა პრესის წარმომადგენლებისა, მე არ დამკავშირებია."-ეს კი გვარდიოლას აგენტის ხოსეპ მარია ორობიტგის სიტყვებია, რომელიც ინტერნეტ-პორტალმა Goal-მა გაავრცელა.
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.