» » კომენტარები: ცრვენა „ზვეზდა“ 0- 6 მიუნხენის „ბაიერნი“

კომენტარები: ცრვენა „ზვეზდა“ 0- 6 მიუნხენის „ბაიერნი“

27-11-2019, 12:58
0122
კიდევ ერთი გამანადგურებელი გამარჯვება ჰანს დიტერ ფლიკის შეგირდების შესრულებით. სამშაბათს, 26 ნოემბერს მიუნხენის "ბაიერნი" უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ცრვენა "ზვეზდას" დაუპირისპირდა. ორთაბრძოლა სტუმარი გუნდის შთამბეჭდავი გამარჯვებით, ანგარიშით 0-6 დასრულდა.




ჰანსი ფლიკი - "დღეს ჩვენი სურვილი იყო, მოგვესპო ყოველგვარი შანსი მოწინააღმდეგე გუნდისათვის და ამასთან გარანტირებულად დავმკვიდრებულიყავით პირველ ადგილზე. ჩვენ ეს შთამბეჭდავად გამოგვივიდა. დღეს თითოეულმა ჩვენმა ფეხბურთელმა საკუთარი თამაში აჩვენა. დაცვაში კარგი ბაზა გვაქვს, რაც შეეხება შეტევას ყველამ ნახა, რომ ლამაზი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. გუნდის ასპარეზობით ბოლომდე კმაყოფილი ვარ. ჩვენ ვტკბებით მოგებების სერიით."

რობერტ ლევანდოვსკი -"ბრწყინვალედ ვითამაშეთ! პირველივე წუთებიდან დაცვაში გავმაგრდით და ამასთან ერთად ვაჩვენეთ თუ როგორ შეგვიძლია შეტევის დროს მომენტების შექმნა. ჩვენ კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. ყველაზე მთავარი ის გახლავთ, რომ ამ თამაშით სიამოვნება მივიღეთ. არ აქვს მნიშვნელობა სად ვთამაშობთ, რადგან ჩვენ მუდამ საკუთარი გეგმით ვმოქმედებთ და ვიღწვით გამარჯვებისთვის. მეორე ტაიმში აქტიური შეტევები განვაგრძეთ და გოლებიც გავიტანეთ. ჩვენ მოვახდინეთ საკუთარი გეგმის სრული რეალიზაცია."

ვლადან მილოევიჩი (ზვეზდას მწვრთნელი) -"ეს არის დიდი იმედგაცრუება. ჩვენ განვიცადეთ ყველაზე დიდი მარცხი რაც კი დაფიქსირებულა კლუბის ისტორიაში. ახლა უნდა გამოვიძინოთ და მერე ყველაფერს მივხედოთ. "ბავარიამ" დამსახურებულად გაიმარჯვა. ისინი ყველა პარამტერში უკეთესები იყვნენ. გამოირჩეოდნენ ძლიერებით, თუმცა მე მაკვირვებს საკუთარი გუნდში ენერგიის ნაკლებობა და ჟინის არქონა. ჩვენ შეშინებულები ვთამაშობდით."

მარკო მარინი - "ბაიერნი - ეს სულ სხვა დონის გუნდია. ჩვენ კი ვართ ისეთი გუნდის წევრები, ვისთვისაც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა უკვე უდიდესი წარმატებაა. ეს იყო ძალიან მტკივნეული თამაში. პირველი მატჩისგან განსხვავებით "ბავარიამ" საგრძნობლად მოუმატა. ძალიან ძლიერად მოქმედებდნენ შეტევის დროს, ასევე გამოირჩეოდნენ კონტრპრესინგისას. რა თქმა უნდა, მათ ეს დაიმსახურეს. არ ვიყავით საკუთარ თავში დარწმუნებულები, თამშში ძალიან ცუდად ჩავებით და სრული 90 წუთის განმავლობაში უბრალოდ დავსდევდით მათ, ვფიქრობდით რა მხოლოდ თავდაცვაზე.“
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.