» » კომენტარები : ბაიერნი 3 - 1 ტოტენჰემი

კომენტარები : ბაიერნი 3 - 1 ტოტენჰემი

12-12-2019, 12:12
0193
ისტორიული შედეგი მიღწეულია! მიუნხენის "ბაიერნმა" უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში "ტოტენჰემს" ანგარიშით 3 : 1 სძლია და ხსენებული ეტაპი ქულათა მაქსიმალური შედეგით დახურა. ექვსი გამარჯვება - ექვს შეხვედრაში! წარმოგიდგენთ ორთაბრძოლის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.




ჰანსი ფლიკი -"მსურს კომპლიმენტები მივუძღვნა გუნდს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ამ ყველაფერს წინ უსწრებდა ორი უიღბლო მატჩი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმავე სტილით ვაგრძელებთ თამაშს, როგორც ეს ამ დრომდე იყო. მეტოქის ნახევარზე დაბანაკება და აგრესიული თამაშით მოწინააღმდეგე გუნდის წნეხის ქვეშ მოქცევა. დღეს ყველაფერი იდეალურად არ ყოფილა, თუმცა გავიმარჯვეთ ეს კი ნიშანია იმისა, რომ სწორ გზაზე ვიმყოფებით. ზამთრის შესვენებამდე 3 ორთაბრძოლა დაგვრჩა. აუცილებელია საჭირო კონცენტრაციის გამოვლინება. თითოეულ მატჩში ფეხბურთელები უფრო და უფრო მეტად იტვირთებიან, ამას კი ყურადღება უნდა მივაქციოთ. შაბათს "ვერდერთან" ჩანიშნულ შეხვედრაში ის შემადგენლობა უნდა დავაყენოთ, რომელთაც ექნება ძალა მორიგი 3 ქულის მოპოვებისთვის იბრძოლოს."

ჰასან სალიჰამიჯიჩი -"ჩვენ გავხდით პირველი გერმანული კლუბი, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ექვსივე მატჩში გამარჯვება მოიპოვა. გუნდი კომპლიმენტებს იმსახურებს. ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ. შევქმენით ბევრი საგოლე მომენტი და გამარჯვება დავიმსახურეთ. ნახევარდაცვის ხაზი გამოირჩეოდა კრეატიულობით, რაც ასევე აღსანიშნავია. ეს წარმატება მნიშვნელოვანია საკუთარ ძალებში დარწმუნებისთვის, რაც მომავალ მატჩებში აუცილებლად წაგვადგება."

თომას მიულერი - "ამ გამარჯვებას, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გვსურდა გვეჩვენებინა, რომ რასაც ვაკეთებთ ეს სწორია. დამაგვირგვინებელ ფაზაში დრო და დრო არ გვიმართლებდა, თუმცა გამარჯვება მაინც მოვიპოვეთ."

მანუელ ნოიერი -"ისტორიული შედეგი დავაფიქსირეთ. ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ რეკორდების დამხობა, ჩვენი მიზანია თოთოეულ მატჩში გამარჯვების მოპოვება! უბრალოდ დაუჯერებელია, რომ ჯგუფრ ეტაპზე ასე ბრწყინვალედ ვიასპარეზეთ. ექვსივე მატჩში შესანიშნავი და ძალიან სტაბილური თამაში ვაჩვენეთ. წინ სამი შეხვედრა გველის, რომელთაც მაქსიმალური ყურდღება უნდა დავუთმოთ და ვეცადოთ სამივე მათგანში ვიმარჯვოთ."

ჟოზე მოურინიო -"რამდენიმე ფეხბურთელი პირველად ასპარეზობდა ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის მოპოვება. ის ფაქტი, რომ "ოლიმპიაკოსთან" მატჩის შემდგომ უკვე გარანტირებული გვქონდა შემდეგ ეტაპზე გასვლა, გვაძლევდა შესაძლებლობას აქ ცოტა გაგვერისკა. ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ გუნდისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო. მივიღე სათანადო ინფორმაცია, რომლითაც კმაყოფილი დავრჩი. მსურს აქ დავბრუნდე მეოთხედ ფინალში ან სულაც ნახევარფინალში და უკვე ნამდვილი თამაში ვაჩვენოთ."
1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.