» » კომენტარები: „ბაიერნი“ 6 – 1 „ვერდერი“

კომენტარები: „ბაიერნი“ 6 – 1 „ვერდერი“

15-12-2019, 00:27
0144
შაბათს 14 დეკემბერს, გერმანიის ჩემპიონატის მე-15 ტურის ეგიდით გამართულ ორთაბრძოლაში, მიუნხენის „ბაიერნმა“ ბრემენის „ვერდერს“ უმასპინძლა და სტუმარი გუნდი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა. წარმოგიდგენთ მატჩის დასრულების შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.




ჰასან სალიჰამიჯიჩი - „ვერდერის ფეხბურთელებმა საწყისი პერიოდი ძალიან კარგად ითამაშეს, ეს უნდა ვაღიაროთ. შესვენებამდე გატანილი ორი გოლი კი უაღრესად დიდი მნიშვნელობის იყო. მეორე ტაიმში თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და ვდემონსტრირებდით ძალიან ლამაზ ფეხბურთს. დღეს ყველამ კარგად იხილა თუ რა შეუძლია კოუტინიოს. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. მომდევნო ორთაბრძოლებში ამავე განწყობით გვსურს ასპარეზობა.“

ჰანსი ფლიკი - „დღეს ყველამ საკუთარი თვალით იხილა გუნდის ხასიათი. მატჩში გარდატეხა ჯერ კიდევ შესვენებამდე შვიტანეთ.“

რობერტ ლევანდოვსკი -„პირველ ტაიმში, ვერდერის დაცვის ხაზის გარღვევასთან დაკავშირებით, გარკვეული პრობლემები გვქონდა. მეორე ნახევარში კი გაცილებით უკეთ ვმოქმედებდით. უფრო მეტად ვფლობდით ბურთს, უკეთ გამოვიყურებოდით პოზიციური თამაშის დროს უბურთოდა და მთლიანობაში საკუთარი თამაშის დემონსტრირებაც შევძელით.“

დავიდ ალაბა - „ამჟამად ძალიან რისკიან ფეხბურთს ვთამაშობთ, მოედანზე მეტად ღრმად ვართ აწეულები. დღეს ნამდვილი ხასიათი გამოვავლინეთ და პირველ ნახევარში შევძელით მატჩის ბედის გადაწყვეტა.“

დევი კლასენი - „პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ რამდენიმე საგოლე მომენტი. ბაიერნი ძლიერი გინდია. ჩვენც გვქონდა ორი - სამი კარგი შესაძლებლობა. ცოტა უფრო მეტად, რომ გაგვმართლებოდა შესაძლოა გაგვეტანა კიდეც. მეორე ნახევარში მომენტები თითქმის არ გვქონია.“
1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.