» » მომავალი მეტოქე - ლონდონის „ჩელსი“

მომავალი მეტოქე - ლონდონის „ჩელსი“

17-დეკ-2019, 00:06
0340
„სტემფორდ ბრიჯ“ არენა და ევროპის ლიგის მოქმედი ჩემპიონი! ორშაბათს გამართული კენჭისყრა, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალისტები დააწყვილა ძალზედ მიმზიდველი აღმოჩნდა, სწორედ ამ სიტყვებით შეაფასა ხსენებული მოვლენა რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა - ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

ჰასან სალიჰამიჯიჩი -„ჩელსის შემადგენლობაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია თავმოყრილი. ისინი ბრწყინვალედ თამაშობენ. მიმზიდველი კენჭისყრა იყო. რა თქმა უნდა, ეს არის დავალება რომლის შესრულებაც გვსურს. ჩელსი რთული მოწინააღმდეგეა, თუმცა მიზანი მოხოლოდ ერთი გვაქვს - გავიდეთ შემდეგ ეტაპზე.“

ჰანსი ფლიკი - „1/8 ფინალში მარტივი მეტოქეები არ არსებობენ. ჩელსიმ საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას მიაღწია. რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი ამ ბარიერის დაძლევაში მდგომარეობს. ამ ამოცანას მაქსიმალური ყურადღებით უნდა მივუდგეთ, რათა შევძლოთ და ორივე შეხვედრაში წარმატებით ვიასპარეზოთ.“

მანუელ ნოიერი - „ლონდონში ვიზიტს მოუთმენლად ველით, ამ ქალაქს ბევრი კარგი მოგონება უკავშირდება. ჩელსი სახიფათო გუნდია, რომელსაც მაქსიმალური ყურადღებით უნდა მივუდგეთ. რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპზე გასვლა გვწადია. ვფიქრობ, გვაქვს რესურსი ამ შეხვედრას საკუთარ თავში დავდაჯერებულები შვხვდეთ. კენჭისყრით კმაყოფილები ვართ, შეგვხვდა მიმზიდველი და ძალიან კარგი მოწინააღმდეგე.“

თომას მიულერი - 1/8 ფინალის ამ ორთაბრძოლას არაფერი აქვს საერთო 2012 წლის ფინალთან, გარდა იმისა, რომ ისევ იმ გუნდს ვეთამაშებით. ეს არის ევროპული ფორმატის გუნდი, ყველა კარგად აცნობიერებს რომ ამ სტადიაზე მარტივი მეტოქეები უბრალოდ არ არსებობენ. ჩვენს ძალებში ეჭვი არ გვეპარება, კენჭისყრით კი კმაყოფილები ვართ. ჩელსის შემადგენლობაში არიან მოთამაშეები, რომელთაც შეუძლიათ სირთულეები შეგვიქმნან. შეტევის ხაზში ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც ცნობილები არიან საკუთარი შესაძლებლობებით. თუმცა საქმე ეხება არა მხოლოდ ცალკეულ ფეხბურთელებს, არამედ ზოგადად გუნდს. მოცემულ მომენტში მაქვს განცდა, რომ ჩვენი გუნდი ძლიან კარგ ფორმაშია. გვსურს ვიყოთ ფავორიტების როლში და ეს მოლოდინი გავამართლოთ.“


სერჟ გნაბრი - „საინტერესო მატჩი გველის, კარგი კენჭისყრა იყო. ლონდონის სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს. ყველანი მოუთმენლად ველით ამ ორთაბრძოლას. უწინ არსენალის რიგებს ვიცავდი, სწორედ ამიტომ პირადად ჩემთვის ეს მატჩი ორმაგად განსაკუთრებულია.“


იოზუა კიმიხი -„ამ მატჩს მივუდგებით საკუთარ ძალებში მაქსიმალურად თავდაჯერებულები. წინ დიდი დროა, სწორედ ამიტომ რთულია ისაუბრო როგორ ფორმაში შეხვდება გუნდი ამ პაექრობას. ვფიქრობ, ფავორიტის როლს მოვირგებთ და დარწმუნებული ვარ შემდეგ ეტაპზე გასვლასაც მოვახერხებთ. ჩელსის შეფასება რთულია, მათ ჯერ კიდევ არ უჩვენებიათ სრულად საკუთარი თავი.“

პირველი შეხვედრა, ზემოხსენებულ გუნდებს შორის ლონდონში 2020 წლის 26 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი მატჩი კი მიუნხენში 19 მარტს შედგება.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..