» » კომენტარები: ჩელსი 0 - 3 ბაიერნი

კომენტარები: ჩელსი 0 - 3 ბაიერნი

27-თებ-2020, 21:54
0171
უეფას ჩემპიონთა ლიგა და მიუნხენის "ბაიერნი". კომბინაცია, რომელიც მიმდინარე სეზონში მრავალ რეკორდს გვპირდება. ყველაზე წარმატებული ჯგუფური ეტაპის შემდეგ, "ბავარიელებმა" მეოთხედფინალში დასახული მიზანი გაიმარტივეს, მიაღწიეს რა გამარჯვებას ლონდონში ანგარიშით 0-3. მიმდინარე სეზონის საუკეთესო შეტევა ! (27 გატანილი გოლი), არისტოკრატებმა კი ევროთასების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით იწვნიეს მარცხი საშინაო კედლებში. საფინალო სასტვენის შემდეგ "ბავარიელთა" რიგებში დიდი ბედნიერება სუფევდა.


ჰანსი ფლიკი -"დღეს სრული 90 წუთის განმავლობაში, კონცენტრირებული მოქმედება და გუნდური თამაში ვაჩვენეთ. პირველივე წუთებიდან მეტოქე წნეხის ქვეშ მოვაქციეთ და დავიწყეთ სათამაშო რითმის შექმნა. პირველ ნახევარში გვქონდა, რამდენიმე კარგი მომენტი რომელთა რეალიზებაც გვმართებდა. ძალიან, ძალიან ბედნიერები ვართ. სერჟ გნაბრის უკვე დიდი ხანია რაც ვიცნობ. მან ბრწყინვალე პროგრესს მიაღწია, მას აქვს შესანიშნავი მახასიათებლები ერთ-ერთზე თამაშის დროს, ასვე დამაგვირგვინებელ ფაზაშიც. ბედნიერები ვართ, რომ იგი გვყავს"

თომას მიულერი -"ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი ნამდვილად შეუდარებელია. დღეს ჩვენს საჯარიმო ზონაში მაქსიმუმ ორი სახიფათო მომენტი გვქონდა. პირველ ტაიმში საკუთარი თავი უნდა დაგვესაჩუქრებინა გატანილი გოლით. ბოლო შტრიხები დაგვაკლდა. ეს იყო ძალზედ ინტენსიური მატჩი. ადრენალინი ჯერაც არსად გამქრალა. საბოლოო ჯამში დამსახურებულ გამარჯვებას მივაღწიეთ ანგარიშით 3-0. ვაჩვენეთ კარგი გუნდური მოქმედება. აქ დიდი მიზნებით ჩამოვედით და მოხარულები ვართ, რომ იგი გოლებში გარდავსახეთ."

სერჟ გნაბრი -"მეორე ტაიმი ძალზედ ძლიერად დავიწყეთ. ჩელსის მიმართ დიდ ზეწოლას ვახორციელებდით. კარგად გამოვიყენეთ დაცვიდან შეტევაზე ელვისებური გადასვლის ასპექტები. ლევიმ ორი საგოლე მომენტი შემიქმნა, ეს მაშინ როდესაც თავადაც შეეძლო ყველაფრის დასრულება. ასე გავიტანე ორი გოლი თავად, მან კი ერთი."

ფრენკ ლამპარდი -"პირველ ნახევარში გარკვეული პრობლემები შეგვექმნა, თუმცა თავს კარგად ვიცავდით და გაგვიმართლა, რომ თამაშში დავრჩით. 90 წუთის განმავლობაში უფრო მეტი რამ უნდა აჩვენო ვიდრე ეს ჩვენ მოვახერხეთ. ბავარიას საკმაოდ გამოცდილი გუნდი ჰყავს. იგი წარმოედგენილია ისეთი ფეხბურთელებით, როგორებიც არიან ლევანდოვსკი, მიულერი, ნოიერი ან ალაბა, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ."
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..