» » შიკერიას - ფან-კლუბის ოფიციალური წოდება ჩამოერთვა

შიკერიას - ფან-კლუბის ოფიციალური წოდება ჩამოერთვა

1-03-2020, 04:36
1187
ჰოფენჰაიმმა და ბავარიამ მატჩის 78-ე წუთზე ფეხბურთის თამაში შეწყვიტეს.
შეურაცხმყოფელი ბანერის გამო გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურის მატჩი ჰოფენჰაიმსა და ბავარიას შორის რამოდენიმე წუთით შეწყდა.

მატჩის 66-ე წუთზე „ბავარიის“ გულშემატკივრებმა „ჰოფენჰაიმის“ მფლობელის დიტმარ ჰოფის მისამრთით შეურაცხმყოფელი ბანერი გამოფინეს. ამ დროისათვის ანგარიში უკვე 6-0 გახლდათ რეკორდმაისტერის სასარგებლოდ. ბანერზე ეწერა - „ჰოფი - ნაბიჭვარია“. მატჩი შეაჩერეს.

„ბავარიის“ მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი თავის ფეხბურთელებთან ერთად მაშინვე გაემართა გულშემატკივრებისაკენ და ბანერის მოშორება მოითხოვა. ფლიკი აღშფოთებული იყო გულშემატკივრების მოქმედებით და აგრესიულად იქცეოდა. „ჰოფენჰაიმის“ გულშემატკივრებმა ამის გამო ფლიკი და ბავარიის ფეხბურთელები მხურვალე ოვაციებითა და აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.

მატჩი გაგრძელდა, მაგრამ 78-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა კვლავ შეაჩერა მატჩი და ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მოედანი დატოვა. ამ დროისათვის „ბავარიის“ გულშემატკივრებს უკვე კლუბის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი და ოლივერ კანი მოუწოდებდნენ სიმშვიდისაკენ.

ცოტა მოგვიანებით მატჩი განახლდა. ჰოფის მიმართ სოლიდარობის მიზნით ფეხბურთელებმა მოილაპარაკეს გოლები არ გაეტანათ დარჩენილ დროში და უბრალოდ ერთმანეთში აგორავებდნენ ბურთს. მატჩის შემდეგ „ბავარიის“ ფეხბურთელებმა აპლოდისმენტები მიუძღვნეს „ჰოფენჰაიმის“ გულშემატკივრებს, რომლებმაც აპლოდისმენტებითვე უპასუხეს.



რამ გამოიწვია აგრესიულობა ფლიკში:
საქმე იმაშია, რომ ფლიკმა ბევრი წელი დაჰყო „ჰოფენჰაიმის“ სტრუქტურაში. იგი 2000 -2005 წლებში „ჰოფენჰაიმს“ წვრთნიდა, რის შემდეგაც 8 თვე კლუბის დირექტორად იმუშავა. ფლიკს და ჰოფს ერთმანეთთან მეგობრული თბილი ურთიერთობები აკავშირებთ.

დიტმარ ჰოფი - მსხვილი ბიზნესის მფლობელია გერმანიაში, SAP-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც ორგანიზაციებისათვის პროგრამულ უზრუნველყოფას აწარმოებს. ბავშვობაში ის თვითონ თამაშობდა „ჰოფენჰაიმში“, ხოლო 1990 წელს კლუბი შეიძინა. 2008 წელს „სოფლელები“ ისტორიაში პირველად გავიდნენ ბუნდესლიგაში, ხოლო 1 წლის შემდეგ, ჰოფმა კლუბისთვის ახალი სტადიონი ააშენა. „ჰოფენჰაიმის“ მფლობელმა თავის საყვარელ კლუბში 200 მილიონ ევროზე მეტი ჩადო.

რატომ სძულთ „ბავარიის“ გულშემატკივრებს „ჰოფენჰაიმის“ მფლობელი:

„ბავარიის“ ფანატები არც პირველნი და არც უკანასკნელნი არიან, ვინც ჰოფის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელ ბანერებს კიდებს. ბევრი კლუბის გულშემატკივარია „ჰოფენჰაიმის“ მფლობელის წინააღმდეგ. მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ ჰოფი კლუბის მმართველობის ძველ ფორმას მისდევს - ავტორიტარულს.

კარლ-ჰაინც რუმენიგე: „მრცხვენია იმის გამო რაც მოხდა. ბოდიშს ვიხდი დიტმარ ჰოფის წინაშე. ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ. დღეს „ბავარიამ“ თავისი ცუდი მხარე დაგვანახა. ყველაფერი ვიდეოკამერებით დაფიქსირდა და ამ ხალხის წინააღმდეგ ვიბრძოლებთ, მათ თავიანთი საქციელის გამო პასუხს მოვთხოვთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მსგავსი რამ აღმოვფხვრათ. ეს ხალხი ფეხბურთის მტრები არიან. ისინი იძახიან: „ეს ჩვენი კლუბია“ - არა, ეს თქვენი კლუბი არაა. ჩვენ არ გვსურს გვქონდეს არაფერი საერთო თქვენთან“.

დღევანდელი ქმედების გამო „შიკერია“-მ ბავარიის მთავარმა ფანატურმა დაჯგუფებამ ფან-კლუბის ოფიციალური სტატუსი დაკარგა. „ბავარიამ“ შიკერიას ყველა მატჩის ბილეთი გაუუქმა ამ სეზონზე.
2
0

Bavaria 333 (3 მარტი 2020 14:57)

ცუდათ მოიქცნენ ეგენი არც ქომაგები არიან და არავინ
რაც არ უნდა ავტორიტარულად მართავდეს ჰოპი ჰოფენჰაიმს არავის საქმე არაა ეგ
ძალიან კარგი რო ჩამოართვეს კლუბის ოფიციალური ქომაგთა სტატუსი და ბილეთებიც რო გაუუქმეს ეგეც სწორი გადაწყვეტილება იყო კლუბის ადმინისტრაციის მხრიდან

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..