» » ლევანდოვსკი : მას დიდი პოტენციალი აქვს

ლევანდოვსკი : მას დიდი პოტენციალი აქვს

15-მაი-2020, 13:18
0188
პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში დორტმუნდის „ბორუსიას“ ახალგაზრდა ფეხბურთელის, ერლინგ ჰოლანდის შესახებ საუბრობს. გამოცდილი ფორვარდის განცხადებით, ხსენებულ მოთმაშეს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ წარმატებული კარიერა შეიქმნას.


„არ მსურს მისი მისამართით საკუთარი შეხედულებები გავაჟღერო. თუ იგი გააგრძელებს გულმოდგინე შრომას, მაშინ შეძლებს რომ საუკეთესო გახდეს და მაღალ დონეს მიაღწიოს. მას ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია, გარდა ამისა თადარიგში დიდი დრო აქვს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ალბათ უკეთესი იქნებოდა ბუნდესლიგაში გარკვეული დროით მისი დარჩენა, მანამ სანამ მორიგ დიდ ნაბიჯს გადადგამს.“-ციტირებს გამოცემა Metro პოლონელი გოლიადორის სიტყვებს.

შეგახსენებთ ერლინგ ჰოლანდი დორტმუნდელთა რიგებში საფეხბურთო კლუბ “ზალცბურგიდან“ იანვრის თვეში გადავიდა.19 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში 29 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა 39 გატანილი გოლით და 8 შედეგიანი გადაცემით.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..