kicker: სანე "ბაიერნს" უახლოვდება
ლეროი სანემ ბუნდესლიგა 2016 წელს დატოვა და მანჩესტერ "სიტის" შეუერთდა 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ახლა კი შესაძლოა კვლავ ბუნდესლიგაში დაბრუნდეს!
ავტორიტეტული გერმანული გამოცემის "kicker"-ის ინფორმაციით, ლეროი სანე, მიუნხენის "ბაიერნის" წინადადებას დათანხმდა. წყაროზე დაყრდნობით ვგებულობთ, რომ რეკორდამისტერი ტიმო ვერნერის შეძენას აღარ აპირებს და მთლიანად გადართულია სანეს ტრანსფერზე.
kicker-ი იუწყება, რომ გერმანულმა გრანდმა უკვე შეათანხმა პირადი დეტალები ახალგაზრდა ვინგერთან, რომელიც 5 წლიან კონტრაქტზეა გათვლილი.
მიუნხენელები 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "სიტის" 40 მილიონ ევროს სთავაზობს, მაგრამ ქალაქელებს ამ ტრანსფერით 50 მილიონი ევროს მიღება სურს.
შეგახსენებთ, რომ ლეროი სანეს მანჩესტერ "სიტისთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშორებს და თუ ამ ზაფხულს კლუბი არ გაყიდის შემდეგ სეზონში უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით, დატოვებს კლუბს.