» » მომავალი მეტოქე: ბერლინის "უნიონი"

მომავალი მეტოქე: ბერლინის "უნიონი"

15-მაი-2020, 23:18
0313
დიდხნიანი პაუზის შემდეგ გერმანიის ბუნდესლიგა ბრუნდება! ჩემპიონატის ოფიციალური განახლების თარიღი 16 მაისია, როდესაც 26-ე ტურის შეხვედრების უმეტესობა გაიმართება, ბავარიული გრანდი კი ერთი დღის შემდეგ ბერლინში, ადგილობრივ "უნიონს" დაუპირისპირდება.

მოცემულ ვითარებაში, გუნდების ფორმასა და მდგომარეობაზე საუბარი რთულია, თუმცა საინტერესოა, რომ რეკორდმაისტერი მომავალი მეტოქის წინაშე საკადრო პრობლემებით წარსდგება, მიუნხენელებს ფილიპე კოუტინიო, ნიკლას ზიულე და კორენტინ ტოლისო ვერ დაეხმარებიან.

ამ მხრივ, არც ბერლინელებს ულხინთ, ურს ფიშერის გუნდი სებასტიან ანდერსონს, შერალდო ბეკერს და მარვინ ფრიდრიხს მოისაკლისებს, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა ლორენც დელისა და აკაკი გოგიას თამაშის საკითხიც.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, ბავარიელები პირველ ადგილს 55 ქულით იკავებენ (ოთხ ქულიანი უპირატესობა უახლოეს მდევართან), ჰანსი ფლიკის გუნდის მთავარი მიზანი ტრადიციულად ჩემპიონობა გახლავთ, ბერლინელებისთვის კი მიმდინარე გათამაშებაში ადგილის შენარჩუნება ალბათ მშვენიერი შედეგი იქნება. ამ ეტაპისთვის დედაქალაქური კლუბი მე-11 ადგილს იკავებს, თუმცა ქულების დაკარგვის შემთხვევაში არის საშიშროება, რომ კლუბი ერთბაშად ორი ადგილით დაქვეითდება.

"უნიონსა" და "ბაიერნს" შორის გასამართ დაპირისპირებას ფრანკ ვილენბორგი განსჯის, უარყოფით ფაქტია, რომ მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გამო მატჩს ვერ დაესწრებიან გულშემატკივრები.

შეგახსენებთ, რომ მატჩი სტარტს თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს.

ვისი გამარჯვებით დასრულდება მატჩი

"ბაიერნი" - 2 (100%)
100%
ფრე - 0 (0%)
0%
"უნიონი" - 0 (0%)
0%
ხმების რაოდენობა: 2
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..