» » ფლიკი : უშეღავათო ბრძოლა გველის

ფლიკი : უშეღავათო ბრძოლა გველის

17-მაი-2020, 10:11
0199
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ბერლინის "უნიონთან" მოახლოებული დაპირისპირების შესახებ საუბრობს და საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს.

"ერთი რამ ნათელია, გულშემატკივრი და ემოცია, ფეხბურთის შემადგენელი ცენტრალური ელემენტია. თითოეული მოთამაშის სურვილია ქომაგის თვალწინ იასპარეზოს. ამ თვალსაზრისით თითოეული გუნდი თანაბარ პირობებში იქნება წარმოდგენილი. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე თუ ვინ როგორ აუღებს ალღოს ხსენებულ მოცემულობას. იმედს ვიტოვებ ადაპტირებას მალე გავივლით და საკუთარი კლასის წარმოჩენას შევძლებთ. მნიშვნელევონია ფეხბურთელებმა ერთმანეთს მოტივაცია მისცენ. ასევე გვაქვს სათადარიგო მოთამაშეების იმედიც. მთლიანობაში ბიჭებმა შესანიშნავად იციან რა ელით. ინტენსიური ვარჯიშები გვქონდა და გუნდი ბრწყინვალე ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება."

"იმედი მაქვს, მოვახერხებთ და ბერლინში დავამტკიცებთ, რომ კარგ ფორმაში ვიმყოფებით. აუცილებელია საკუთარი დონის დემონსტრირება. მხოლოდ ცალკეული ფეხბურთელის შემოქმედება საკმარისი ვერ იქნება. გვმართებს ხასიათის გამოვლინება და უშეღავათო ბრძოლა. მხოლოდ ლამაზი ფეხბურთის თამაშით სასურველი შედეგი ვერ მიიღწევა."

"უნიონი" ეს არის გუნდი რომელიც ბრწყინვალე მენტალიტეტით გამოირჩევა. ისინი გადმოვიდნენ ბუნდესლიგაში და ახლა ბაიერნს მასპინძლობენ. ვფიქრობ გულშემატკივრების არყოფნა მატჩზე გავლენას ვერ მოახდენს. ჩვენ ზუსტად იგივე მატჩი გველის, რაც არენაზე ქომაგის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა. ეს არის აგრესიული გუნდი, რომელიც მუდამ მეტოქის კარზეა დაგეშილი. ამას წინ უნდა აღვუდგეთ. საჭიროა მაქსიმალური ძალების გაღება." - ციტირებს "რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-გვერდი ჰანსი ფლიკის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ბუნდესლიგის ეგიდით გასამართი მატჩი ბერლინის "უნიონსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის 17 მაისს არის ჩანიშნული. ხსენებული პაექრობა სტარტს თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..