» » Sport1.de: ვაიდენფელერი ლეროი სანეს ტრანსფერზე საუბრობს

Sport1.de: ვაიდენფელერი ლეროი სანეს ტრანსფერზე საუბრობს

17-მაი-2020, 23:04
0162
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი კარის დარაჯი რომან ვაიდენფელერი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინეტრვიუში ლეროი სანეს შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხსენებული შემტევის ტრანსფერი მიუნხენური კლუბის რიგებში, პრაქტიკულად გადაწყვეტილი საკითხია.

ხსენებულ ცნობას წინ უსწრებდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სანე "ბავარიელებთან" პირადი კონტრაქტის დეტალებზე უკვე მუშაობდა. ერთადერთ ხელისშემშლელ ბარიერად კი "სიტის" მიერ მოთხოვნილი სატრანსფერო თანხის ოდენობა სახელდებოდა.

"სანეს ტრანსფერი - პრაქტიკულად გადაწყვეტილი საკითხია. ყოფილ ფეხბურთელებს ინფორმაციის საკუთარი არხები აქვთ"-ციტირებს გამოცემა Sport1.de ექს-კიპერის სიტყვებს.

ლეროი სანე ინგლისური კლუბის რიგებში 2016 წლიდან ასპარეზობს. ამ დროის მანძილზე იგი ორჯერ გახდა ხსენებული ქვეყნის ჩემპიონი. არის ინგლისის თასისა და სუპერთასის ორგზის მფლობელი. რაც შეეხება გერმანიის ეროვნულ ნაკრებს, სანე 2015 წლიდან იცავს "ბუნდესტიმის" ღირსებას. ჯამში კი 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..