» » ნოიერი : ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეული არ არის

ნოიერი : ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეული არ არის

17-მაი-2020, 23:23
179
მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილი კარის დარაჯი მანულ ნოიერი, გამოცემა Sky Germany-სთან მიცემულ ინტერვიუში "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობასთან წარმოებულ მოლაპარაკებების პროცესზე საუბრობს. მისი განცხადებით გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერი არ არის, თუმცა მხარეები ოპტიმისტურ განწყობაზე არიან.

"მოცემულ მომენტში არაფერია გამოსაცხადებელი. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ მიუნხენის "ბაიერნში" ასპარეზობით, თავის მხრივ კლუბიც კმაყოფილია იმით, რომ გუნდის მეკარე და კაპიტანი ვარ. ორივე მხარე ოპტიმისტური შემართებით ვართ, თუმცა გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია."

"რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ყველაფერი ძალიან დიდი სიზუზსტით გავაკეთეთ, ორთაბრძოლის პირველივე წუთებიდან. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ უკეთესი რეზულტატის მიღწევაც შეგვეძლო. მოხარულები ვართ, რომ დომინირება შევძელით და სამი ქულაც მოვიპოვეთ."-ციტირებს გამოცემა Sky Germany მანუელ ნოიერის სიტყვებს.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე საათის წინ შედგა შეხვედრა ბერლინის "უნიონსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის. ბუნდესლიგის 26-ე ტურის პაექრობა "ბავარიელთა" გამარჯვებით ანგარიშით 0-2 დასრულდა.
1
0

-ss- (17 მაი 2020 23:27)

არამგონია ამ სიბერეში დატოვოს კლუბი :) მიაღწევენ შეთანხმებას lotebi

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..