» » sky: რუმენიგე ნოიერის კონტრაქტზე საუბრობს

sky: რუმენიგე ნოიერის კონტრაქტზე საუბრობს

17-მაი-2020, 23:35
075
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი კარლ ჰაინც რუმენიგე, "რეკორდმაისტერისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარის მანუელ ნოიერის კონტრაქტის შესახებ საუბრობს. რუმენიგე ამ საკითხთან დაკავშირებით მშვიდადაა და დარწმუნებიულია, რომ უახლოეს მომავალში მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.

"მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამ კონტრაქტთან დაკავშირებით და ვიცი რომ შევთანხმდებით. "ბაიერნს" ისევე სჭირდება ნოიერი, როგორც ნოიერს "ბაიერნი" ეს ურთიერთობაა, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება." - განაცხადა გერმანელმა დირექტორმა "sky" -სთან ინტერვიუში, "უნიონ ბერლინთან" მატჩის დაწყებამდე.

ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა თავად მანუელ ნოიერმაც :"მოცემულ მომენტში არაფერია გამოსაცხადებელი. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ მიუნხენის "ბაიერნში" ასპარეზობით, თავის მხრივ კლუბიც კმაყოფილია იმით, რომ გუნდის მეკარე და კაპიტანი ვარ. ორივე მხარე ოპტიმისტური შემართებით ვართ, თუმცა გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია" - დასძინა ვეტერანმა გოლკიპერმა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..