» » ფალკაო შეზღუდვების წინააღმდეგია

ფალკაო შეზღუდვების წინააღმდეგია

18-მაი-2020, 00:13
3160
საფეხბურთო კლუბ "გალათასარაის" კოლუმბიელი შემტევი რადამელ ფალკაო, კორონავირუსის გამო გამოწვეული ცვლილებების წინააღმდეგია და სოციალური ქსელის მეშვეობით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. მისი განცხადებით, თამაშის მიმდინარეობის დროს სოციალური დისტანციის დაცვა ისედაც ვერ ხერხდება და გატანილი გოლის აღნიშნვნაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება, ლოგიკურ აზრს მოკლებულია.


"ფეხბურთის დაბრუნებასთან ერთად საკუთარ თავს ერთ რამეს ვეკითხები. არის თუ არა რაიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ გვიკრძალავენ გატანილი გოლის აღნიშვნის დროს - ჩახუტებას? სრული 90 წუთის მანძილზე ფეხბურთელები ახლო კონტაქტში ვიმყოფებით. კუთხურის დროს ერთმანეთს თავზე ვახტებით, ჯარიმის დროს კი ერთად ვდგავართ."-დაწერა twitter-ის საკუთარ გვერდზე რადამელ ფალკაომ.

სოციალური დისტანციის დაცვა, გატანილი გოლის აღნიშნვნის დროს ბუნდესლიგის სარეკომენდაციო მოთხოვნაცაა. გარდა ამისა შეცვლილია მთელი რიგი სხვა ნორმებიც. მატჩები კი მაყურებლების გარეშე, ცარიელ არენებზე მიმდინარეობს.
1
0

-ss- (18 მაი 2020 00:17)

ჩახუტების აკრძალვას კიდევ აიტანს კაცი მარა ფეხბურთი ქომაგის გარეშე საშინელებაა. ac
0

kimmich (18 მაი 2020 00:16)

მართალს ამბობს ფალკაო მარა ალბათ მაყურებლის დასანახად არ აკეთებენ მაგ ყველაფერს...
0

-ss- (18 მაი 2020 00:14)

არის ლოგიკა :)

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..