» » სუბოტიჩი - ბევრი რამ დაგვაკლდა

სუბოტიჩი - ბევრი რამ დაგვაკლდა

18-მაი-2020, 09:01
0154
ბერლინის "უნიონის" გამოცდილი ფეხბურთელი ნევენ სუბოტიჩი "რეკორდმაისტერის" წინააღმდეგ გამართულ ორთაბრძოლას აფასებს. შეგახსენებთ 17 მაისს ბუდესლიგის 26-ე ტურში "ბავარიელებმა" ბერლინელები გასვლით ორთაბრძოლაში ანგარიშით 0-2 დაამარცხეს და მორგი სამი ქულა მიითვალეს.


"ყველაფერი განსხვავებულია, ბევრი რამ დაგვაკლდა. აშკარაა რომ სწორედ გულშემატკივარი ძენდა ჩვენს სამუშაოს განსაკუთრებულ ელფერს. ჩვენი დავალებაა ვითამაშოთ ფეხბურთი, ეს ჩვენშია. დღეს ეს კარგად გამოჩნდა. იმედს ვიტოვებ იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც აღნიშნულ მატჩს ტელევიზორით ადევნებდნენ თვალს, ეს სანახაობრივი შეხვედრა აღმოჩნდა. ყოველშემთხვევაში მოედანზე სწორედ ეს იგრძნობოდა."-განაცხადა სუბოტიჩმა მატჩის დასრულების შემდგომ.

"მოვახერხეთ და მიუნხენის "ბაიერნზე" გარკვეულ ზეწოლასაც ვახდენდით. სწორედ ამის გამო მეტოქე იძულებული გახდა გრძელი გადაცემებით გასულიყო ფონს. მათ სათამაშო რითმს განუწყვეტლივ ვაგდებდით, მუდამ ართმევებზე ვიწვევდით. შესაძლოა ეს არც თუ ისე სანახაობრივი იყო, მაგრამ ჩვენთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მომენტები ჩვენც შევქმენით."- ეს კი მარკუს ჰოფმანის სიტყვებია, რომელიც ბერლინელთა თავკაცის ასისტენტის რანგში გვევლინება.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..