როგორც ცნობილია, გერმანიის ჩემპიონატის 26-ე ტურის ორთაბრძოლა ბერლინის "უნიონსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდა. მიუხედავად ამ ფაქტისა რამდენიმე გულშემატკივარმა მაინც მოახერხა თამაშისათვის თვალი ცოცხლად მიედევნებინა. ფეხბურთის ორი ქომაგი არენასთან ახლოს მდებარე 12 მეტრიან ხეზე აძვრა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild-ი აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ქომაგებს ხეზე ჯდომა დიდ ხანს არ დასცალდათ. გარკვეული დროის შემდეგ ისინი პოლოციელებმა შენიშნეს და სპორტულ კომპლექსს განარიდეს, თუმცა მათთვის ჯარიმა არ დაუკისრებიათ.
"ალ დერ ალტენ ფიორსტერეი" არენაზე გამართული პაექრობა მასპინძელთა მარცხით ანგარიშით 0-2 დასრულდა. "ბავარიელებმა" რობერტ ლევანდოვსკის და ბენჟამენ პავარის მიერ გატანილი გოლების წყალობით იმარჯვეს და სატურნირო პოზიციებიც მნიშვნელოვნად გაიმყარეს.