» » ოუენ ჰარგრივზი: სანჩო დიდებული ფეხბურთელია

ოუენ ჰარგრივზი: სანჩო დიდებული ფეხბურთელია

18-მაი-2020, 15:46
0228
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი ოუენ ჰარგრივზი, დორტმუნდის "ბორუსიას" რიგებში მოასპარეზე ახალგაზრდა მოიერიშეს, ჯეიდონ სანჩოს თამაშით აღფრთოვანებულია. მან საქებარი სიტყვები არ დაიშურა ამ უკანასკნელის მისამართით და აღნიშნა, რომ უახლოეს წლებში სანჩოს ბრწყინვალე კარიერა ელის.


"სანჩო საკმაოდ ძვირადღირებული ფეხბურთელია, თუმცა საქმე ეხება მოთამაშეს რომელიც მომავალი 10 წლის მანძილზე უნიკალურ ფეხბურთელად ჩამოყალიბდება. მას შეუძლია მოიგოს "ოქროს ბურთი". მისი გავლენა თამაშის მიმდინარეობაზე წარმოუდგენლად დიდია. ბევრი ამბობს, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებს ესაჭიროებათ დრო განვითარებისთვის, მაგრამ არსებობენ ისეთი სპორტსმენები როგორებიც არიან უეინ რუნი და ჯეიდონ სანჩო. საქმე ეხება დიდებულ და განსაკუთრებულ მოთამაშეებს. მათ შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა."

"სანჩო მოედანზე ასრულებს თითქმის იმავე სამუშაოს რასაც ნეიმარი. მას ძალუძს კარისკენ გზა გაჭრას, მაშინ როდესაც მეტოქე ყრუ დაცვაში ზის და თავისუფალი ზონები პრაქტიკულად არ არსებობს. ის ამას პოულობს. მე ვმუშაობდი "ბორუსია" -"პსჟ" მატჩზე, უეფას ჩემპიონათა ლიგაზე. ჯეიდონმა ყველაზე უკეთ ითამაშა, ნეიმარზე და კილიან ბამპეზე უკეთაც. იგი გამორჩეული ფეხბურთელია."-ციტირებს BT Sport ექს-ბავარიელის სიტყვებს.

ოუენ ჰარგრივზი: სანჩო დიდებული ფეხბურთელია

ჯეიდონ სანჩო

20 წლის ვინგერი დორტმუნდის "ბორუსიას" ღირსებას 2022 წლის 30 ივნისამდე დაიცავს. სწორედ ამას ითვალისწინებს "შავ-ყვითლებთან" გაფორმებული კონტრაქტი. გამოცემა transfermarkt ის ინფორმაციით ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 130 მილიონ ევროს უტოლდება.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..