» » ჯანპაოლო პოცო: ტრავმები მთავარ გამოწვევად რჩება

ჯანპაოლო პოცო: ტრავმები მთავარ გამოწვევად რჩება

19-05-2020, 10:12
029
ჯანპაოლო პოცო, რომელიც იტალიური საფეხბურთო კლუბის "უდინეზეს" მფლობელია, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში განახლებული ბუნდესლიგის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით ტრავმები თითოეული გუნდის მთავარ გამოწვევად რჩება, რაზეც არსებული სტატისტიკაც მეტყველებს.


"მათ დაიწყეს ძალიან ცუდად, ამას კი ასაღებენ როგორც წარმატებას. ის რაც მოსალოდნელი იყო ტრავმების თვალსაზრისით - მოხდა! პირველი 6 მატჩის მსვლელობისას დაფიქსირდა 8 ასეთი შემთხვევა. ეს მაგალითი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თუ შენ არ ხარ სათანადოდ მომზადებული მაშინ ფასის გადახდა მოგიწევს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ყველაფერი მოხდა კვირის მანძილზე ჩატარებულ 1 მატჩში, ხოლო როცა ორთაბრძოლების რაოდენობა გაიზრდება ორამდე, მაშინ სეზონის დასრულებამდე რომ მიაღწიო არანაკლებ 30 ფეხბურთელი დაგჭირდება."-ციტირებს გამოცემა Football Italia ჯანლუიჯი პოცოს სიტყვებს.

შეგახსენებთ, გერმანიის ჩემპიონატის 26-ე ტური 16 მაისს განახლდა. მოცემულ მომენტში მიუნხენის "ბაიერნი" მოპოვებული 58 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია.
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.