» » Kicker : მაკაიმ ლევანდოვსკი შეაქო

Kicker : მაკაიმ ლევანდოვსკი შეაქო

19-მაი-2020, 18:11
0169
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი, როი მაკაი გამოცემა Kicker-თან მიცემულ ინტერვიუში "რეკორდმაისტერის" პოლონელი გოლიადორის რობერტ ლევანდოვსკის შესახებ საუბრობს და ამ უკანასკნელის მისამართით საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს.


"რობერტი ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ვსაუბრობთ იდეალურ შემტევზე. თითოეულ სეზონში ლევანდოვსკი 20 გოლზე მეტის გატანას ახერხებს. ეს იყო წარმოუდგენელი შენაძენი, რომელიც 2014 წელს განხორციელდა. უფასო ტრანსფერი! ამას კარგად უნდა აცნობიერებდეთ."-ციტირებს გამოცემა Kicker როი მაკაის სიტყვებს.

აღსანიშნავია, რომ 31 წლის შემტევი მიმდინარე სეზონშიც ჩვეული შედეგიანობით გამოირჩევა. ოცდაოთხ გამართულ ორთაბრძოლაში პოლონელმა 26 ჯერ დალაშქრა მეტოქე გუნდის კარები და 4 შედეგიანი გადაცემაც გაიფორმა. ამ მაჩვენებელით რობერტი ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..