» » Sport Bild: "დორტმუნდელებს" როისი გამოაკლდათ

Sport Bild: "დორტმუნდელებს" როისი გამოაკლდათ

19-05-2020, 23:29
020
გერმანული გამოცემა Sport Bild-ი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს მარკო როისთან დაკავშირებით. როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, 30 წლის მოიერიშეს სამი თვის წინ მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა, რის გამოც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, სეზონის დასრულებამდე მისი დაბრუნების საკითხი. უკვე დანამდვილებით ცნობილია, რომ იგი გამოტოვებს 23 მაისს "ვოლფსბურგთან" და 26 მაისს მიუნხენის "ბაიერნთან" ჩანიშნულ ორთაბრძოლებს.


მარკო როისმა ორიოდე დღის წინ ინტერვიუ მისცა გამოცემა El Pais, სადაც ბუნდსლიგის განახლებულ მატჩებზე საუბრობდა -"ვფიქრობ, არ შეგვიძლია სიტუაციის ნორმალიზებაზე ვისაუბროთ, მიუხედავად იმისა რომ სეზონი განახლდა. ვიმედოვნებთ, რომ ინდუსტრია გადარჩება, მასში 55 000 ადამიანია დასაქმებული. სახლში მჯდომმა გულშემატკივარმა უნდა იცოდეს, რომ კორონავირუსი ჯერაც არ დაგვიმარცხებია. ახლა არ არის მოდუნების დრო. აუცილებელია იმ რეკომენდაციების დაცვა რასაც მედიკოსები და პოლიტიკოსები გვაძლევენ. მიუხედავად ამისა, მე მოხრული დავრჩები თუ ფეხბურთი ჩვენს ცხოვრებაში რაღაც სიახლეს შემოიტანს"- აღნიშნავდა როისი ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

მოცემულ მომენტში დორტმუნდის "ბორუსია" სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე იმყოფება და პირველადგილოსან "ბავარიას" მხოლოდ 4 ქულის სხვაობით ჩამორჩება.
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.