» » Calciomercato : ვერნერი "ინტერს" უახლოვდება

Calciomercato : ვერნერი "ინტერს" უახლოვდება

19-მაი-2020, 23:49
0198
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "ლაიპციგის" შემტევმა ტიმო ვერნერმა, შესაძლოა კარიერა მილანის "ინტერის" რიგებში განაგრძოს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Calciomercato ავრცელებს. წყაროს მტკიცებით ვერნერს არ სურდა სერია ა-ში გადასვლა თუმცა მან აზრი შეიცვალა და მზადაა ახალი გამოწვევა მიიღოს.

ტრანსფერი დიდწილად არის დამოკიდებული იმ ფაქტზეც, შედგება თუ არა გარიგება კატალონიის "ბარსელონასა" და მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობას შორის ლაუტარო მარტინესის თაობაზე, რომლის ხელში ჩაგდებისაკენ "ბარსელონა" ისწრაფვის.

ტიმო ვერნერისათვის ბრძოლაში ფავორიტად "ლივერპულს" ასახელებენ. თუმცა ხსენებული ფეხბურთელის მომსახურებით ასევე დაინტერესებულები არიან მიუნხენის "ბაიერნი", ლონდონის "ჩელსი" და მანჩესტერ "იუნაიტედი". რაც შეეხება მოქმედ კონტრაქტს. ვერნერს "ლაიპციგთან" ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. სატრანსფერო თანხად კი 64 მილიონი ევრო მოიაზრება.

24 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში 27 გოლის გატანა და 12 შედეგიანი გადაცემის განხორციელება მოახერხა. ვერნერმა ყველა ტურნირზე ჯამში 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..