» » Mundo Deportivo : "ბაიერნს" არენდის გახანგრძლივება სურს

Mundo Deportivo : "ბაიერნს" არენდის გახანგრძლივება სურს

20-05-2020, 00:13
023
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა დაინტერესებულია ფილიპე კოუტინიოს არენდის ხელშეკრულება, სეზონის დასრულებამდე გაახანგრძლივოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს. წყაროს მტკიცებით ფეხბურთელი მწყობრში 1 თვის შემდეგ ჩადგება, ასე რომ იგი "ბავარიელებს" სეზონის მიწურულს თუ დაეხმარება. აღსანიშნავია ისიც, რომ შეწყვეტილი უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშების აღდგენა, აგვისტოს თვეში იგეგმება.


"ფილიპეს ტრავმა აწუხებს. მან ორი კვირის წინ ოპერაცია გაიკეთა. დაახლოებით 6 კვირაა საჭირო რეაბილიტაციისთვის, რაც სამწუხაროდ იმას ნიშნავს რომ იგი სეზონის მნიშვნელოვან ნაწილს გამოტოვებს. რაც შეეხება სატრანსფერო ხმებს. მოცემულ მომენტში არც ერთი კლუბის წარმომადგენელთან კომუნიკაცია არ გვქონია. ამჟამად ყურადღება მიმართულია პანდემიისკენ და განახლებული ბუნდესლიგის მატჩებზე. ფილიპეს სამომავლო და სატრანსფერო გეგმები დღის წესრიგს დაუბრუნდება მაშინ, როდესაც არსებული სიტუაცია დასტაბილურდება."-ეს კოუტიონიოს აგენტის სიტყვებია, რომელიც ამ უკანასკნელმა გამოცემა talkSPORT-თან ჩაწერა.

შეგახსენებთ ფილიპე კოუტინიოს სატრანსფერო უფლებები კატალონიის "ბარსელონას" ეკუთვნის, თუმცა მიუნხენის "ბაიერნს" აქვს უფლება 120 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფეხბურთელის გამოსყიდვის ოფცია გაიაქტიუროს. 27 წლის ნახევარმცველმა, მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 8 გატანილი გოლის და 6 შედეგიანი გადაცემის ავტორი.
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.