"ბაიერნი" საქველმოქმედო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას
საინტერესო სიახლეს ავრცელებს მილანის "ინტერის" ოფიციალური ვებ-გვერდი. როგორც ვკითხულობთ, მილანურმა კლუბმა მადრიდის "რეალთან" და მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად საქველმოქმედო ტურნირის ორგანიზება შეძლო.
გათამაშება სტარტს 2021 წელს აიღებს."ევროპული სოლიდარობის თასი" -სწორედ ამ სახელწოდების ქვეშ გაიმართება ხსენებული საფეხბურთო ფორუმი. მიღებული შემოსავალი კი მთლიანად სამედიცონო საჭიროებებს მოხმარდება. შეხვედრების განრიგი და ზუსტი თარიღი ამ ეტაპისათვის უცნობია. ცნობილია, რომ მატჩებს უმასპინძლებს სამივე ქალაქი - მიუნხენი, მადრიდი და მილანი.
კორონავირუსის გავრცელების გამო, რომელმაც პანდემიის სახე მიიღო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საფეხბურთო ტურნირების პარალიზება გამოიწვია. ბუნდესლიგამ 16-მაისს მატჩები განაახლა, რაც შეეხება სერია ა-ს და პრიმერადივიზიონს, მათ ასეთი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.