» » FCB: ნოიერმა კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა

FCB: ნოიერმა კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა

20-მაი-2020, 18:26
0154
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილი კიპერი მანუელ ნოიერი, რეკორდმაისტერის რიგებში 2023 წლის 30 ივნისამდე იასპარეზებს. ამ სასიხარულო ინფორმაციას "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

"ბაიერნი" ძალიან ბედნიერია იმით, რომ მანუელ ნოიერმა საკუთარი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. მანუელი მსოფლიოს საუკეთესო მეკარე და ჩვენი კაპიტანია."-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს კარლ-ჰაინც რუმენიგემ

"ბაიერნის" მართველი საბჭოს წევრმა ოლივერ კანმა კი შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა -"ძალიან ნათლად ვხედავ იმ მოცემულობას, რაშიც მანუელ ნოიერი აღმოჩნდა. გავიგეთ, თუ რა მიმართულებით ფიქრობს მანუელი კარერის მოცემულ მომენტში და რა არის მისთვის მთავარი. კონტრაქტის გაგრძელებით მან მკვეთრი სიგნალი დააფიქსირა."-აღშნიშნა ლეგენდარულმა კიპერმა.

"კორონავირუსის გამო, კარანტინში მყოფს არ მსურდა გადაწყვეტილების მიღება, რადგანაც ზუსტად არც კი ვიცოდით განახლდებოდა თუ არა ბუნდესლიგის ტურნირი. ასევე მნიშვნელოვანი იყო გამეგრძელებინა მუშაობა მეკარეების მწვრთნელთან - ტონი ტაპალოვიჩთან. ახლა როდესაც ყველაფერი გარკვეულია მომავალს ოპტიმისტური განწყობით შევყურებ. ბავარიაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, ისე ვარ როგორც საკუთარ სახლში. "ბაიერნი" არის და იქნება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი."-აღნიშნა მანუელ ნოიერმა.

ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გერმანული გრანდის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმაც -"კონტრაქტის გახანგძლივება მნიშვნელოვანი ნიშანია, როგორც "ბაიერნისთვის" ისე თავად მანუელისთვისაც. ერთად შევქმენით ისეთი სიტუაცია, რომლითაც ყველა იხეირებს. ეს სწორედ ის არის რაც ასე მნიშვნელოვანი იყო ორივე მხარისთვის. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება."-დასძინა სალიჰამიჯიჩმა.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..