» » რუმენიგე: გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია

რუმენიგე: გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია

22-05-2020, 19:04
024
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელი კარლ-ჰაინც რუმენიგე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ივან პერიშიჩის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, ხსენებული ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით გარკვეული არაფერი არ არის და ხელმძღვანელობა მოვლენების განვითარებას აკვირდება.


"ამ საკითხთან დაკავშირებით არ გვისაუბრია. პერიშიჩი სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, მას ტრავმა აწუხებდა. მე კარგი ურთიერთობა მაქვს ჯუზეპე მაროტასთან ("ინტერის" -გენერალური დირექტორი), ჯერ დავაკვირდები როგორ შეძლებს იგი თამაშს მომავალ შეხვედრებში, ამის შემდეგ კი მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდებით. ფეხბურთელს სურს იცოდეს, თუ სად გააგრძელებს ასპარეზობას, თუმცა ეს მოცემულ მომენტში გაურკვევლად რჩება."-ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს გამოცემა La Gazzetta dello Sport

ივან პერიშიჩი "რეკორდმაისტერის" რიგებს 2019 წელს, არენდის წესით შეუერთდა. მიმდინარე სზონში მის ანგარიშზეა 4 გატანილი გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა აღნიშნული. ფეხბურთელმა ჯამში 15 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა.
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.