Der Spiegel: რუმენიგე ფილიპე კოუტინიოს შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე, ფილიპე კოუტინიოს მომავალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ირკვევა "რეკორდმაისტერი" 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ბრაზილიელი ფეხბურთელის გამოსყიდვას არ აპირებს.
"გამოსყიდვის ოფციას, გამოყენების ვადა ამოეწურა. მისი გააქტიურება არ მოგვიხდენია. ახლა აუცილებელია, მომავალი სეზონისათვის, შემადგენლობის დაკომპლექტების დაგეგმარება განვაგრძოთ. ვნახოთ დარჩება თუ არა ჩვენთან კოუტინიო"-ციტირებს გამოცემა Der Spiegel "ბავარიელთა" ხელმძღვანელის სიტყვებს.
შეგახსენებთ, ფილიპე კოუტინიო მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში არენდის წესით ასპარეზობდა. მისი სატრანსფერო უფლებები კი "ბარსელონას" ეკუთვნის. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ბავარია" არენდის ხელშეკრულების გაგრძელებას გეგმავს.