» » ფლიკი განვლილ მატჩს აფასებს

ფლიკი განვლილ მატჩს აფასებს

24-მაი-2020, 10:39
0156
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი, ფრანკფურტის "აინტრახტთან" გამართულ დაპირისპირებას აფასებს. შეგახსენებთ, ბუნდესლიგის 27-ე ტურის პაექრობა "ბაიერნსა" და "აინტრახტს" შორის მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5-2 დასრულდა.


"პირველი ტაიმით ძალიან კმაყოფილი ვარ. ვდომინირებდით. განსაკუთრებით მომეწონა ის ფაქტი თუ როგორ მოქმედებდა დავიდ ალაბა ცენტრალური მცველის ამპლუაში, როგორ უწევდა იგი ორგანიზებას თავდაცვით ღონისძიებებს. ეს უბრალოდ უმაღლესი კლასის დასტური იყო. ასევე მსურს გამოვყო თომას მიულერის თამაშიც, რომელმაც ბრწყინვალედ იასპარეზა, იგი იყენებდა თავისუფალ ზონებს. რამდენიმე გოლი სწორედ მისი წყალობით გავიდა. პირველი ტაიმი ზუსტად ისე წარიმართა, როგორც ამას ჩვენ წარმოვიდგენდით."

"რაც შეეხება მეორე ნახევარს, ჩვენ მალევე შევძელით ანგარიშის 3-0 მდე გაზრდა. ამის შემდეგ ჩვენ ალბათ ჩავთვალეთ, რომ მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და კონცენტრაცია დაგვაკლდა. უბურთოდ კარგად ვერ ვმოქმედებდით. "აინტრახტი" ძალიან კარგად იყენებს სტანდარტულ მდგომარობას და ეს ჩვენ ვიცოდით. ამ კომპონენტში მოვიკოჭლებდით. აუცილებელია საჭირო დასკვნების გამოტანა. სამშაბათს ლამაზი თამაშის მოლოდინში ვართ. მიუხედავად შედეგისა იგი გადამწყვეტი მნიშვნელობის ვერ იქნება. თითოეული გუნდი, ძალიან მიმზიდველ ფეხბურთს დემონსტრირებს და ერთგვარი ბალანსი იგრძნობა." - განაცხადა "ბავარიელთა" დამრიგებელმა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..