» » მიულერი: კომპლიმენტები გუნდს!

მიულერი: კომპლიმენტები გუნდს!

24-მაი-2020, 11:02
0164
ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ფრანკფურტის "აინტრახტთან" მოპოვებულ გამარჯვებას აფასებს "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი - თომას მიულერი. მისი განცხადებით გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა და დამსახურებული სამი ქულაც მიითვალა.


"ჩვენთვის ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩი. მას შემდეგ რაც დორტმუნდმა თავისი შეხვედრა მოიგო, ჩვენც გვსურდა იგივეს გაკეთება. კომპლიმენტები გუნდს, ყველამ შესანიშნავად იასპარეზა. ჩვენი თავის მოტივატორები ჩვენვე უნდა ვიყოთ, აუცილებელია მაქსიმუმის გაღება. ეს ბრწყინვალედ შევძელით. ორი გოლის გაშვება, რა თქმა უნდა, უსიამოვნო ფაქტი იყო, თუმცა მთლიანობაში ჩვენი თამაში შექებას იმსახურებს. "დორტმუნდელებთან" შეხვედრაში ძალიან მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ გულშემატკივრების გარეშეც შეგვიძლია დიდი მონდომებით თამაში. ეს უმნიშვნელოვანესი კვირაა. ჩვენს წინაშეა მიზანი, რომელიც ითვალისწინებს სამივე შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებას. წინ მივიწევთ, ისევე როგორც "ბორუსია", სამშაბათს მოუთმენლად ველოდებით. გვსურს ვერცხლის სინი დავაბინავოთ იქ სადაც მისი ადგილია - მიუნხენში"-ციტირებს "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი თომას მიულერის სიტყვებს.

ხსენებულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლეონ გორეცკამაც - "პირველ რიგში ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ ფეხბურთის თამაში კვლავ შეგვიძლია. "აინტრახტი" საკმაოდ რთული მეტოქე იყო, რომელიც ართმევებზე თამაშის დროს თავს არ ზოგავდა. ცხელი ორთაბრძოლა იყო. ეს დაგვეხმარა კიდეც, რომ რითმში შევსულიყავით. ქომაგებისთვის ეს ცალსახად საინტერესო მატჩი იყო. როდესაც გოლი გავიტანე, ყველამ ნათლად დაინახა თომას მიულერის ოსტატობა, რომელმაც არა ბრმად გააკეთა გადაცემა, არამედ გამიზნულად. სწორედ მისი წყალობით შევძელი ბურთის გაგზავნა მეტოქე გუნდის კარში. ვცდილობ მოწინააღმდეგეს ნახევარდაცვიდან საფრთხე შევუქმნა. ასევე აუცილებელია სტანდარტული მდგომარეობიდან, ორივე გაშვებული გოლის განხილვაც. მას შემდეგ რაც ანგარიში 3:2 გახდა მანუმ ბრწყინვალე სეივი შემოგვთავაზა. "დორტმუნდთან" შეხვედრაში აუცილებელი იქნება 100 პროცენტიანი კონცენტრაცია. ეს ერთ-ერთია იმ მატჩებიდან, რომელსაც განსაკუთრებულად ველით."-აღნიშნა "ბაიერნის" ნახევარმცველმა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..