» » ადი ჰიუტერი - გუნდმა საჭირო რეაქცია გამოავლინა

ადი ჰიუტერი - გუნდმა საჭირო რეაქცია გამოავლინა

24-მაი-2020, 11:26
0200
ფრანკფურტის "აინტრახტის" მთავარი მწვრთნელი ადი ჰიუტერი, გერმანიის ჩემპიონატის 27-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნთან" განცდილ მარცხს აფასებს. მისი განცხადებით "ბავარიამ" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.


"მიუნხენის "ბაიერნმა" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ასევე მსურს კომპლიმენტები მივუძღვნა, საკუთარ გუდსაც, რომელმაც "გლადბახთან" გამართული მატჩის შემდგომ, საჭირო რეაქცია გამოავლინა. კარგი თამაში ვაჩვენეთ, განსაკუთრებით როდესაც ანაგარიში 3:2 გახდა, იგრძნობოდა რომ მატჩის გადარჩენა შეგვეძლო. რა თქმა უნდა, ისიც ვიცოდით რომ "ბაიერნს" ტემპის მომატება შეეძლო. მეხუთე გოლი დასანანი იყო, რადგანაც ავტოგოლი დაფიქსირდა, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც ჩვენი საჩუქარი. გადამწყვეტი კი ის ფაქტი იყო, რომ ჩვენ გავუშვუთ გოლი, როგორც შესვენებამდე, ისე მყისიერად მეორე ტაიმის დასაწყისშივე. გუნდის რეაქციამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ორი გოლის გატანა სტანდარტული მდგომარეობიდან მოვახერხეთ. გვქონდა მომენტები, გამოვყოფდი კოსტიჩის დარტყმას, რომელიც ძელს მოხვდა. როგორც აღვნიშნე "ბავარიამ" დამსახურებულად მოიგო, მაგრამ მე გაწბილებული ვარ იმით, რომ 5 გოლი გავუშვით. აუცილებელია სამომავლოდ დასკვნების გაკეთება."-განაცხადა ფრანკფურტელთა დამრიგებელმა.

"პირველ ტაიმში ბევრი რამ სწორად გავაკეთეთ. შესვენების შემდგომ კი მალევე გავუშვუით მესამე გოლი. ჩვენს მიერ გატანილმა ორივე გოლმა გამოგვაცოცხლა და თამაშში დაგვაბრუნა. მიუხედავად ამისა, "ბაიერნის" კლასმა თავის სიტყვა თქვა. მათ კიდევ უფრო გაზარდეს წნეხი. დაშვებული ორი შეცდომოს გამო კი მეოთხე და მეხუთე გოლები მივიღეთ საკუთარ ბადეში. მაინც ვფიქრობ, რომ კარგი თამაში ვაჩვენეთ, განსაკუთრებით მეორე ნახევარში"- ეს კი "აინტრახტის" უკანახაზელის, მარტინ ჰინტერეგერის სიტყვებია.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..