Goal: შვაინშტაიგერი მარიო გიოტცეს შესახებ საუბრობს
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში მარიო გიოტცეს შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, დორტმუნდის "ბორუსიამ" მიიღო გადაწყვეტილება არ გააგრძელოს აღნიშნულ ფეხბურთელთან კონტრაქტი და შესაბამისად გიოტცე უგუნდოდ დარჩენის საშიშროების წინაშე დგას.
"ყველამ მშვენივრად ვიცით, როდესაც მარიო გიოტცე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო იგი ითვლებოდა ძალზედ დიდ ტალანტად და პერსპექტიულ მოთამაშედ. 27 და 28 წელი, ეს ფეხბურთელისათვის საუკეთესო ასაკია. არ არის აუცილებელი მან ევროპის უდიდეს კლუბში იასპარეზოს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, მარიო შეძლებს და მოძებნის გუნდს, სადაც ფეხბურთის თამაშს მოახერხებს."-ციტირებს ბასტიან შვაინშტაიგერის სიტყვებს გამოცემა Goal-ი.
მარიო გიოტცე დორტმუნდის "ბორუსიას" აღზრდილი ფეხბურთელია. იგი ამ კლუბში 2008-2013 წლებში თამაშობდა. ამის შემდეგ კი მიუნხენის "ბაიერნში" გადაბარგდა. 2016 წელს გერმანელმა ფეხბურთელმა კვლავ მშობლიურ კლუბს მიაშურა, მაშინ სატრანსფერო თანხად - 22 მილიონი ევრო დასახელდა.
მიმდინარე საფეხბურთო სეზონში მარიო გიოტცემ 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 3 გატანილი გოლის ავტორი. "ბორუსიას" აღმასრულებელის საბჭოს ხელმძღვანელმა მიხაელ ცორკმა კი, სულ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოოდში გიოტცე თავის ამჟამინდელ კლუბს დაემშვიდობება.