» » ანონსი: დორტმუნდის "ბორუსია" - მიუნხენის "ბაიერნი"

ანონსი: დორტმუნდის "ბორუსია" - მიუნხენის "ბაიერნი"

25-მაი-2020, 11:59
0108
ფრანკფურტის "აინტრახტთან" მიღწეული შთამბეჭდავი გამარჯვება, კიდევ ერთი ნათელი მაგალითი გახდა იმისა, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ჩინებულ სათამაშო ფორმაში იმყოფება. "რეკორდმაისტერმა" ამ ფორმას კი მართლაც, რომ საჭირო მომენტში მიაღწია: სამშაბათს "ბაიერნს" ტოპ-მატჩი ელის დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ.

განვლილ ორ პაექრობაში "ბავარიელებმა" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.- "მოცემულ მომენტში, ჩვენი პოზიცია საკმაოდ ძლიერია. გვსურს დავიცვათ სატურნირო ცხრილში მოპოვებული ადგილი" -აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრის დროს ჰანს-დიტერ ფლიკი.


ბაიერნი წარმატებულ და მიმზიდველ ფეხბურთს დემონსტრირებს


მიუნხენური გრანდის თავკაცს, ამ დროისათვის კმაყოფილების ყველანაირი საფუძველი აქვს. მისი გუნდი არამხოლოდ წარმატებულ, არამედ ძალიან ლამაზ ფეხბურთს დემონსტრირებს. ფრონკფურტელებთან მატჩში მიუნხენელები პირველივე წუთებიდან მხოლოდ გამარჯვებაზე იყვნენ დაგეშილები. ცალკე აღნიშვნის ღირსია ლეონ გორეცკას (მე-17წ) და თომას მიულერის (41- წ) მიერ გატანილი გოლები, რომელთაც ულამაზესი კომბინაცია ამშვენებდა.


ბრძოლაში მყისიერი დაბრუნება

ანონსი: დორტმუნდის "ბორუსია" - მიუნხენის "ბაიერნი"



მას შემდეგ, რაც რობერტ ლევანდოვსკი, შეხვედრის მეორე ნახევარში მესამე გატანილი გოლის ავტორი გახდა, გუნდი მცირედით მოდუნდა. ბავარიელებმა ჩათვალეს რომ მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. თუმცა 52-ე და 55-ე წუთებზე გაშვებულმა ორმა გოლმა, სტუმრები თამშში კვლავ დააბრუნა. მიუხედავად მოვლენების ასეთი განვითარებისა, ბავარიელები არ დაბნეულან. მათ ორთაბრძოლაში ჩართეს ალფონსო დევისი (64-ე წუთი), რომელმაც ტაბლოზო ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. 74-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. ასე, რომ "ბავარიელებმა" მიღებულ მოულოდნელ დარტყმას, მალევე უპასუხეს.


დორტმუნდიც ჩინებულ ფორმაშია



სწორედ ამიტომ მოპოვებული 3 ქულა სრულიად დამსახურებულია. - "დორტმუნდმა საკუთარ ორთაბრძოლაში გამარჯვებას მიაღწია, ჩვენც იგივეს გაკეთება გვსურდა" -აღნიშნავდა თომას მიულერი. "ბაიერნმა" 6 მატჩიანი წაუგებელი სერია დააფიქსირა, რომელსაც თან ბრწყინვალე სტატისტიკური მაჩვენებლი ახლავს. 80 გატანილი გოლი 27 პაექრობაში! მიუნხენის "ბაიერნი" ტურის ცენტრალურ მატჩს საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხვდება. ამასთან, "ბორუსიაც" შესანიშნავ ფორმაშია. მათ ზურგს უკან ექვსმატჩიანი გამარჯვებების სერიაა.


ტოპ-შეხვედრის მოლოდინში


"დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ შეხვედრა, ყოველთვის განსაკუთრებულია. ერთმანეთს დაუპირისპირდება ორი გამორჩეული გუნდი." -განაცხადა ფანსი ფლიკმა. "ჩვენთვის ეს გადამწყვეტი კვირაა. კარგ ფორმაშია, როგორც ჩვენი გუნდი ისე დორტმუნდის ბორუსიაც". ამ მატჩს დიდი მოუთმენლობით ველით." - დასძინა თომას მიულერმა, რომლის მიერ გატანილი გოლები და ასისტები ფასდაუდებელია "ბაიერნის" ზემოხსენებულ წარმატებაში.

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..