» » Le10sport : დოდო "ბაიერნის" რადარზეა

Le10sport : დოდო "ბაიერნის" რადარზეა

25-მაი-2020, 13:44
075
დონეცკის "შახტარის" ბრაზილიელი ლეგიონერი დოდო, ასპარეზობას გერმანიაში ან საფრანგეთში განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Le10sport ავრცელებს.


წყაროს მტკიცებით, "პარი სენ-ჟერმენი" მარჯვენა უკანახაზელის ძიებაშია. ფრანგები თომას მუნიეს შემცვლელად მოიაზრებენ ზემოხსენებულ ფეხბურთელს. თავად თომასს კი პარიზულ გრანდთან კონტრაქტი, მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. 21 წლის ბრაზილიელი მცველის ტრანსფერს თვალი დაადგა მიუნხენის "ბაიერნმაც". გერმანელები მზად არიან 20 მილიონი ევრო გაიღონ, "შახტარის" ხელმძღვანელობა კი 30 მილიონ ევროს ითხოვს - აღნიშნავს გამოცემა.

დოდო დონეცკის შახტარის შემადგენლობაში 2018 წელს ჩაირიცხა. მისი მოქმედი კონტრაქტი ძალაში 2022 წლის 30 ივნისამდეა. ყველა ტურნირზე ახალგაზრდა ფეხბურთელმა 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გახდა 2 გატანილი გოლის და 3 შედეგიანი გადაცემის ავტორი.
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.