» » თომას მიულერი - ასისტების მეფე და ბუნებით გამარჯვებული

თომას მიულერი - ასისტების მეფე და ბუნებით გამარჯვებული

25-მაი-2020, 16:38
0195
"დღევანდელ ორთაბრძოლაში გამოვარჩევდი თომას მიულერს, რომელმაც შესანიშნავად გამოიყენა თავისუფალი ზონები და რამდენიმე გოლში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა."-აცხადებდა ფრანკფურტის "აინტრახტთან" გამართული ორთაბრძოლის შემდეგ, ჰანს-დიტერ ფლიკი. "ბავარიელთა" 25-ე ნომერმა, შედეგიანი გადაცემა განახორციელა და თავადაც გამოირჩა გოლის გატანით. თავისი მოქმედებებით იგი ძლიერ დაეხმარა "ბაიერნს" მიღწეულ წარმატებაში.


მაქსიმალური მონდომება პირველივე წუთებიდან

თომას მიულერი - ასისტების მეფე და ბუნებით გამარჯვებული


უშანსო მდგომარეობა : ლეონ გორეცკას ძლიერი დარტყმა, რომელიც თომას მიულერის გადაცემას მოჰყვა

შეხვედრის პირველივე წუთებიდან, ნათლად გამოჩნდა, რომ თომას მიულერი თამაშში მთელი მონდომებით იყო ჩართული. მე-10 წუთზე მან ჩინებულად გამოიყენა ფლანგზე არსებული თავისუფალი ზონა და ლეონ გორეცკას მისამართით ბრწყინვალე გადაცემა განახორციელა. -"ჩემი გოლის მომენტში აუცილებლად აღსანიშნავი ფაქტია, თომას მიულერის დიდოსტატური მოქმედება, რომელმაც გადაცემა არა ბრმად, არამედ გამიზნულად შეასრულა."-განაცხადა გორეცკამ. თუმცა მიულერმა სიმართლე აღიარა და შემდეგი რამ თქვა -"სიმართლე გითხრათ, ლეონი არ დამინახავს. მე უბრალოდ ბურთი გავგზავნე თავისუფალ ზონაში. იმედს ვიტოვებდი, რომ იქ რომელიმე ჩვენი ფეხბურთელი შეირბენდა."-აღნიშნა მიულერმა.

რეკორდი შორს არ არის

მიმდინარე სეზონში მიულერს ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს

17 შედეგიანი გადაცემით, თომას მიულერმა 2017/2018 წლების რეკორდი გაიმეორა. გერმანიის ჩემპიონატის 27-ე ტურის მონაცემებით კი ერთი საინტერესო ფაქტი იკვეთება. მოყოლებული 2004/2005 წლის სეზონიდან მხოლოდ კევინ დე ბრუინს ჰქონდა მსგავსი მაჩვენებელი. (2014/2015 წ. სეზონში), მიმდინარეში სეზონში კი ჯეიდონ სანჩოს. აბსოლუტური რეკორდი ამ მომენტამდე ემილიუ ფიორსბერგს ეკუთვნის, რომელმაც 2016/17 წლის გათამაშებაში 22 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. მიულერს აღნიშნული მიზნის მიღწევამდე ბევრი არ უკილია.

მიულერის სტილში



ბურთი ოსტატურად მიიღო და ცივსისხლიანად გაგზავნა მეტოქე გუნდის ბადეში. ბაიერნის მეორე გოლი მიულერის ანგარიშზეა!

გოლის საოცარი ალღო მიულერს არ დაუკარგავს. ალფონსო დევისის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ, 30 წლის ნახევარმცველმა ბურთი ჯერ დაამუშავე, ხოლო შემდეგ კევინ ტრაპის კარებში გაგზავნა. გოლს პლიუს პასის სისტემით მიულერს 24 ქულა აქვს მოგროვებული. მათგან 20 კი ჰანსი ფლიკის მოსვლის შემდეგ დაფიქსირდა. ეს მეტია ვიდრე რომელიმე სხვა "ბავარიელი" ფეხბურთელის მონაგარი. პირადი რეკორდის დამყარებისთვის მხოლოდ 1 გოლის გატანაა საჭირო.

გამარჯვებულის მენტალიტეტი



"ბაიერნის" მაისურით უფრო მეტი შეხვედრა მხოლოდ "ტიტანის" ანგარიშზეა

ფრანკფურტის "აინტრახტთან" მოპოვებული გამარჯვება (5-2) თომას მიულერისათვის, რიგით 249-ე იყო. ეს ეხება მხოლოდ ბუნდესლიგას. ამ მაჩვენებელით იგი ლეგენდარულ ზეპ მაიერს გაუთანაბრდა. წინ მხოლოდ ოლივერ კანი რჩება. რომლის ანგარიშზეც 260 მოგებაა ფიქსირებული. აშკარაა, მიულერს შეუძლია მისი რეკორდი დაამხოს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..