» » კომენტარები: დორტმუნდის "ბორუსია" 0 - 1 მიუნხენის "ბაიერნი"

კომენტარები: დორტმუნდის "ბორუსია" 0 - 1 მიუნხენის "ბაიერნი"

27-მაი-2020, 10:42
0137
გერმანიის ჩემპიონატის 28-ე ტურში, მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" სტუმრობდა. ტურის ცენტრალური მატჩი უდიდეს ინტერესს იწვევდა. "ბავარიელებმა" დაძაბულ ორთაბრძოლაში, მინიმალური სხვაობით იმარჯვეს და დიდი ნაბიჯი გადადგეს ჩემპიონობისთვის ბრძლაში. წარმოგიდგენთ მატჩის შემდგომ კომენტარებს.




ჰანსი ფლიკი -"დღევანდელ მატჩში გამარჯვების მოპოვება გვსურდა, ჩვენი მიზანი იყო წინ დიდი ნაბიჯი გადაგვედგა. ეს მოვახერხეთ! გუნდის თამაშით ბოლომდე კმაყოფილი ვარ. ვთამაშობდით დიდი ყურადღებით, ვიჩენდით მაქსიმალურ კონცენტრაციას, ვმოქმედებდით მყისიერად. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნეობა აქვს, გუნდმა როგორც ვარჯიშზე ისე კონკრეტულ შეხვედრებში, უმაღლესი დონე აჩვენოს."

მანუელ ნოიერი -"ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ გასვლით შეხვედრაში გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩი იყო. როდესაც დორტმუნდის წინააღმდეგ გასვლით ორთაბრძოლას ატარებ, მაშინ მოტივაცია არ გაკლია. ეს ნათლად გამოჩნდა დღესაც. ანგარიში 1:0 არ იყო გადამწყვეტი უპირატესობის მქონე. მეორე ნახევარში იყო მომენტები, როდესაც "ბორუსიელები" სახიფათო ზონაში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. ჩვენც ვერ გამოვიყენეთ რამდენიმე საგოლე მდგომარეობა. ახლა ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ეს იყო დიდი გამარჯვება, რომლითაც მნიშნელოვანი სიგნალი დავაფიქსირეთ."

იოზუა კიმიხი - "ახლა დორტმუნდთან მნიშვნელოვანი უპირატესობა გვაქვს. დღეს ჩვენ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მივაღწიეთ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ბორუსიასთვის ძალიან ძნელი იქნება , ბრძოლის გაგრძელება. საკუთარი კლასის დადასტურება მომავალ მატჩებშიც მოგვეთხოვება. თამაში იყო ძალიან, ძალიან ინტენიუსრი. გვუსრდა სამი ქულის აღება. თანაბარი მატჩი იყო. პირველ ნახევარში ბევრი მარტივი შეცდომა დავუშვით. "დორტმუნდი" ძალიან თამამად მოქმედებდა."
1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.