» » ფავრი : ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ

ფავრი : ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ

27-მაი-2020, 11:05
0203
გერმანიის "ჩემპიონატის" 28-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნთან" განცდილ მარცხს აფასებს დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი.


"ვფიქრობ, ეს იყო ძალიან კარგი 90 წუთი ჩვენი შესრულებით. პირველი ნახევარი საათის განმავლობაში შესანიშნავად ვთამაშობდით, ამის შემდეგ კი უფრო სიღრმეში დავიწიეთ. მეორე ნახევარშიც კარგად ვმოქმედებდით, თუმცა არ გვყოფნიდა ე.წ ბოლო პასი და დამაგვირგვინებელ ფაზაშიც მოვიკოჭლებდით. შეგევძლო მოგება, ფრე კი კანონზომიერი შედეგი იქნებოდა. ახლა ძალიან გაგვიჭირდება ჩემპიონობისთვის ბრძოლა. 7 ქულიანი უპირატესობის აღმოფხვრა - 6 მატჩში, ძალიან რთულია."-აცხადებდა ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ, დორტმუნდელთა დამრიგებელი.

ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ბორუსიას" ცენტრალურმა მცველმა მატს ჰუმელსმაც.

"ვფიქრობ ნორმალური თამაში ვაჩვენეთ, მაგარამ დეტალები დაგვაკლდა. იყო მომენტები ჩვენი შესრულებით, თუმცა ეს არ ყოფილა 100 პროცენტიანი საგოლე მდგომარეობა. ხანდახან ასეთი მატჩის ბედს ერთი, გენიალური მომენტი წყვეტს. დღეს ეს იყო კიმიხის მომენტი. ახლა ყველაფერი "ბავარიელების" ხელთაა. ჩვენ 7 ქულიანი ჩამორჩენა გვაქვს. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეგვიძლია ესაა მოვიგოთ ყველა ორთაბრძოლა და იმედი ვიქონიოთ, რომ "ბაიერნი" სამ შეხვედრაში უკან დაიხევს."-აღნიშნა გამოცდილმა უკანახაზელმა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..