» » Bild: კოვაჩი დორტმუნდის "ბორუსიაში" მიდის?

Bild: კოვაჩი დორტმუნდის "ბორუსიაში" მიდის?

27-მაი-2020, 23:29
0169
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი შესაძლოა დორტმუნდის "ბორუსიას" დამრიგებლად მოგვევლინოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild ავრცელებს. წყაროს მტკიცებით ხორვატი სპეციალისტი ლუსიენ ფავრს ჩაანაცვლებს, მხარეებს შორის კონკრეტული კომუნიკაცია კი უკვე შედგა.

ამ აზრს იზიარებს ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტი, ლოთარ მათეუსიც.- "მას შემდეგ რაც დორტმუნდი დამარცხდა, ვფიქრობ რამდენიმე კვირაში ფავრი დატოვებს "ბორუსიას". მას ნიკო კოვაჩი შეცვლის"-აღნიშნავს მათეუსი.

ლუსიენ ფავრთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს ეწურება. ნიკო კოვაჩმა კი გერმანიის "რეკორდმაისტერი" 2019 წელს დატოვა. დღემდა კოვაჩი უგუნდოდ არის დარჩენილი.

შეგახსენებთ, 26 მაისს, გერმანიის ჩემპიონატის 28-ე ტურში დორტმუნდის "ბორუსიამ" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. "ბაიერნმა" მოპოვებული წარმატებით 64 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან "ბორუსიასთან" 7 ქულიანი ჰანდიკაპიც დააფიქსირა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..