» » ბავარიული სატრანსფერო საგა

ბავარიული სატრანსფერო საგა

27-მაი-2020, 23:56
0287
როგორც ჩანს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მიუნხენი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი იქნება, ბავარიის დედაქალაქში სერიოზული გეგმები აქვთ.

მთავარი მოთამაშე მანჩესტერ სიტის გერმანელი შემტევი ლეროი სანე გახლავთ, რომელსაც "ბაიერნი" ჯერ კიდევ "შალკე 04"-ში ასპარეზობის დროს აკვირდებოდა, მისი ამჟამინდელი კლუბის მდგომარეობა კი გერმანელებს ახალგაზრდა ფეხბურთელის გადმობირების კარგ შანსს აძლევს.

ვაჭრობა უკვე დაწყებულია, "ბაიერნს" ახალწვეულის გაფორმება ტრადიციულად მინიმალური დანახარჯებით სურს, მანჩესტერში კი მის შემცვლელზე ფიქრობენ, ერთ-ერთ საუკეთესო ალტერნატივად კი ბრიტანელები ლევერკუზენის "ბაიერის" ლეგიონერს ლეონ ბეილის მიიჩნევენ, რომელსაც "ფარმაცევტებმა" უკვე ფასი დაადეს - 50 მილიონი ევრო.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით "ქალაქელები" მალე ოფიციალურ შეთავაზებასაც გააკეთებენ, რაც უკვე სანეს "ბაიერნში" ტრანსფერის გასაჯაროვებამდე მხოლოდ ფორმალურ ნაბიჯებს ტოვებს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..