» » "ბაიერნი" დავიდ ალაბასთან მოლაპარაკებას აწარმოებს

"ბაიერნი" დავიდ ალაბასთან მოლაპარაკებას აწარმოებს

28-მაი-2020, 13:42
0230
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირბით, დავიდ ალაბასთან შესაბამის მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი ნიკოლა სკირა ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, "რეკორდმაისტერის" გერენარლური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე, პინი ზახავისთან (დავიდ ალაბას აგენტი) სამუშაო კომინიკაციას განაგრძობს და მხარეები დასკვნით სტადიაზე იმყოფებიან. ავსტრიელი უკანახაზელის კონტრაქტი მოცემულ მომენტში 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. "ბაიერნს" კი სურს, რომ ხსენებული მოთამაში 2024 წლამდე დაისაკუთროს - აღნიშნავს ნიკოლა სკირა.

შეგახსენებთ, დავიდ ალაბა მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში 2009 წლიდან ასპარზობს. მიმდინარე სეზონში ალაბამ გერმანიის ჩემპიონატის 23 შეხვედრაში მიიიღო მონაწილეობა. გამოირჩა ერთი გატანილი გოლით და ერთი შედეგიანი გადაცემით.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..