» » ჟურნალისტი: "ბაიერნი" ჟორჟინიოთი ინტერესდება

ჟურნალისტი: "ბაიერნი" ჟორჟინიოთი ინტერესდება

28-მაი-2020, 14:05
0187
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ჟორჟინიო, შესაძლოა ამ ზაფხულს კლუბს დაემშვიდობოს. ხსენებულ სიახლეზე La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი ნიკოლო სკირა twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

წყაროს მტკიცებით, ზემოხსენებული ფეხბურთელის ტრანსფერით პირადად არის დაინტერესებული ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელი მაურიციო სარი. ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებას აგრეთვე იჩენს მიუნხენის "ბაიერნი" და "პარი სენ-ჟერმენი." თავის მხრივ "არისტოკრატებს" ჟორჟინიოს შენარჩუნება სურთ, თუმცა "იუვენტუსი" მზად არის გარიგებაში მირალემ პიანიჩი ჩართოს. აღნიშნულ კლუბებს შორის მოპალარაკებათა პროცესი აქტიურად მიმდინარეობს -წერს ჟურნალისტი.

ლონდონის "ჩელსის" და ჟორჟინიოს შორის მოქმედი კონტრაქტი, 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. მიმდინარე სეოზონში ჟორჟინიომ 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 7 გოლი და მიითვალა 2 შედეგიანი გადაცემა. გამოცემა transfermarkt-ი 28 წლის ნახევარმცველს 52 მილიონ ევროდ აფასებს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..