» » ჟოზე მოურინიო: ფეხბურთის თამაში მოგვენატრა

ჟოზე მოურინიო: ფეხბურთის თამაში მოგვენატრა

28-მაი-2020, 23:39
2122
ინგლისური საფეხბურთო კლუბის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, კორონავირუსის გამო პრემიერ-ლიგის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს. მოურინიო გერმანიის ჩემპიონატსაც ახსენებს და აცხადებს, რომ ბუნდესლიგა დარჩენილ მსოფლიოს იმას ჩუქნის, რაც ასე აკლია დღეს ხალხს.

"სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ რაც ბუნდესლიგა განახლდა, მას შემდეგ რაც ესპანეთისა და პორტუგალიის ჩემპიონატების გახსნის თარიღი გამოცხადდა, ჩვენთვის ყველაზე რთული პერიოდი დაიწყო, რადგან ჩვენც გვსურს ფეხბურთის თამაში. რთულია უყურო როგორ მიმდინარეობს სხვა ქვეყნებში საფეხბურთო მატჩები, ჩვენთან კი არაფერი ხდება."

"ყოველთვის მიყვარდა და მუდამ ისე ვაკეთები, რომ ჩემს ფეხბურთელებსაც საშობაო პერიოდი ყვარებოდათ. იმ დროს მწუხარების ნაცვლად ყველას სიხარულს ვანიჭებდით. ახლა კი ყველაფერი სრულიად საპირისპიროდაა. გერმანიაში, ფეხბურთელები მსოფლიოს აძლევენ იმას რაც უყვართ, ჩვენ -არა. გვსურს თამაში, თუმცა რა თქმა უნდა, ვენდობით და მხარს ვუჭერთ პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებს. ეს ეხება პრემიერ ლიგის მესვეურებსაც. უბრალოდ მოცდაა საჭირო. მოუთმენლად ველით იმ მომენტს როდესაც გვეტყვიან - შეგიძლიათ ითამაშოთ!"

"ყველასათვის ნათელია, თუ როგორი ბედნიერებაა თითოეული ჩვენთაგანისთვის, დაუბრუნდე ვარჯიშებს. ვფიქრობ ჩვენ უბრალო გაზონის სურნელიც კი ძალზედ მოგვენატრა. იყო მომენტები როდესაც ვარჯიშს დილის 9 საათზე ვიწყებდით და საღამოს 5-ზე ვასრულდებდით. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ფეხბურთელები ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდნენ. ზოგი მოდიოდა ათზე, ზოგი თერთმეტზე, თორმეტზე, ზოგი კიდევ უფრო გვიან. სიმართლე გითხრათ, ჩემი ბიჭები ამ ყველაფრისგან ძალზედ დაიღალნენ. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ფოტოები სადაც ველოსიპედით გადავაადგილდები. მიზეზი ის გახლავთ, რომ სავარჯიშო მოედნები ერთმანეთისგან გიგანტური მანძილით არის დაშორებული, ველოსპედის გარეშე კი უბრალოდ წარმოუდგენელია ყოველი ვარჯიშის გაკონტროლება."-აცხადებს ჟოზე მოურინიო.
0
0

TOTALMAN (29 მაი 2020 00:27)

კაი თამაშები მართლა მომენატრა ისე მეც ac
საღამოსკენ რო ჩაუჯდები რამე კაი თამაშს რა ჯობია მაგას ლუდი და უფფფ lotebi

0

-ss- (28 მაი 2020 23:47)

გახსენით თამაშები!! ჩემი მხარდაჭერა ჟოზეს :)))

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..