» » Mundo Deportivo: კოუტინიო შეიძლება პრემიერლიგაში დაბრუნდეს

Mundo Deportivo: კოუტინიო შეიძლება პრემიერლიგაში დაბრუნდეს

29-მაი-2020, 13:26
1122
ცნობილი სპორტული გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნში არენდის წესით განათხოვრებულმა ფილიპე კოუტინიომ შესაძლოა კლუბი შეიცვალოს. მას შემდეგ რაც რეკორდმაისტერმა შემტევის გამოსყიდვაზე უარი განაცხადა კოუტინიოს მომავალი კლუბის საკითხიც ბუნდოვანი გახდა.

Mundo Deportivo იტყობინება, რომ თავად კოუტინიო უპირატესობას ინგლისის პრემიერ ლიგას ანიჭებს. ნისლიანი ალბიონიდან 27 წლის ბრაზილიელის შეძენის სურვილს ლონდონის ჩელსი და ნიუკასლი გამოთქვამენ. ცნობილია, რომ კოუტინიოსთვის ბრძოლაში არსენალიც ჩაება, სადაც კატალონიური კლუბის ყოფილი სპორტული დირექტორი რაულ სანლეჰი მუშაობს.

წყაროს ინფორმაციით ამ გარემოებამ შესაძლოა ლონდონის არსენალთან 27 წლის ფეხბურთელის მოლაპარაკებები გაამარტივოს.

ზემოთ ნახსენები კლუბების გარდა, ასევე ცნობილია, რომ ინტერესს ლესტერი და მანჩესტერ იუნაიტედიც გამოხატავენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კატალონიური კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ კვლავინდებურად 100 მილიონ ევროს ითხოვს.
1
0

-ss- (29 მაი 2020 23:11)

ინგლისში წავა კოუ

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..