» » ციფრები, ფაქტები : ბაიერნი - ფორტუნა

ციფრები, ფაქტები : ბაიერნი - ფორტუნა

29-მაი-2020, 23:46
0217
დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოპოვებული გამარჯვებიდან ოთხი დღის შემდეგ, გერმანიის "რეკორდმაისტერს" მორიგი გამოცდა ელის. შაბთს, თბილისის დროით 20:30 საათზე მიუნხენის "ბაიერნი" დუსელდორფის "ფორტუნას" დაუპირისპირდება. fcbayern.com წარმოგიდგენთ საინტერესო ციფრებს და ფაქტებს მოახლოებული ორთაბრძოლის შესახებ.


1) ბაიერნი ბრწყინვალე ფორმაშია

ციფრები, ფაქტები : ბაიერნი - ფორტუნა


"ბორუსიასთან" მოპოვებული გამარჯვების წყალობით "ბავარიელებმა" მეორეადგილოსანთან არსებული სხვაობა შვიდ ქულამდე გაზარდეს.

მოცემულ მომენტში მიუნხენის "ბაიერნი" შეუჩერებელია. ჰანსი ფლიკის გუნდი ერთადერთია, რომელმაც განახლებული ბუნდესლიგის სამივე ორთაბრძოლა მოიგო. საერთო ჯამში "ბაიერნმა" სეზონის მეორე წრეში 33 მაქსიმალური ქულიდან 31-ის მოგროვება შეძლო. უკეთესი სტატისტიკური მაჩვენებელი მხოლოდ "ტრებლის სეზონში" იყო.


2) მეორე წრეში ბაიერნის დაცვა საუკეთესოა

გერმანიის ჩემპიონმა, სეზონის მეორე ნახევარში შვიდჯერ მოახერხა და შეინახა საკუთარი კარები მშრალად. 2020 წელს "ბაიერნმა" მხოლოდ 6 გოლი გაუშვა. ეს მიმდინარე სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია.


3) ბუნდესლიგის საიუბილეო დუელი



შაბათს, მიუნხენის "ბაიერნი" დუსელდორფის "ფორტუნას" ბუნდესლიგის ეგიდით რიგით 50-ედ შეერკინება. ციფრები "ბაიერნის" მხარესაა. მათ ანგარიშზე 29 გამარჯვება, 10 ფრე და ამდენივე მარცხია დაფიქსირებული. ბოლო 17 შეხვედრაში "ბავარიამ" მხოლოდ ერთხელ იწვნია დამარცხება. (13 მოგება, 3 ფრე). 1991 წლის აპრილის თვეში "ფორტუნას" ფეხბურთელებმა მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე ანგარიშით 0-1 იმარჯვეს.


4) გოლები გარანტირებულია

"ფორტუნას" წინააღმდეგ გამართულ ბოლო 6 შეხვედრაში, მიუნხენელები მინუმიმ სამ გოლს იტანდნენ (სულ 24 გოლი). "ბაიერნს" უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ბილიფელდის არმიელებთან აქვს დაფიქსირებული, შორეულ 1982/85 წლებში. (7 შეხვედრა)



პირველ წრეში ბაიერნმა ფორტუნას ანგარიშით 4-0 სძლია. გოლებით გამოირჩნენ იოშუა კიმიხი, კორენტინ ტოლისო, სერჟ გნაბრი და ფილიპე კოუტინიო


5) ლევანდოვსკის ხარვეზი

დაუჯერებელია მაგრამ ფაქტია. რობერტ ლევანდოვსკი მიმდინარე სეზონში ყველა გუნდს უტანს, გარადა დუსლედორფის "ფორტუნასი" ( ხუთი შეხვედრა). პირველ წრეში პოლონელმა გოლიადორმა 11 მატჩში გამოიჩინა თავი, მხოლოდ დიუსელდორფელებთან შეფერხდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ მატჩში ბავარიამ დიდი ანგარიშით სძლია მეტოქე გუნდს (4-0). შაბათს, რობერტს კარგი შესაძლებლობა ექნება გამოასწოროს ხსენებული ხარვეზი.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..