» » თომას გლასი "ბაიერნის" ბრენდ-სტრატეგიის ახალი ხელმძღვანელია

თომას გლასი "ბაიერნის" ბრენდ-სტრატეგიის ახალი ხელმძღვანელია

30-მაი-2020, 00:17
0125
მიუნხენის "ბაიერნის" ადმინისტრაციაში ცვლილებებია: "რეკორდმაისტერის" მმართველმა საბჭომ, არსებული ანალიზის დამუშავების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, შექმნას ახალი დეპარტამენტი, რომელიც ბრენდ-სტრატეგიის სახელქვეშ დაიწყებს ფუნქციონირებას. ახალი განყოფილების უფროსი თომას გლასი იქნება, რომელიც უწინ "აუდის"( ბაიერნის პარტნიორის) მენეჯმეტში მუშაობდა. თომასის საქმიანობის სფეროში შევა "ბაიერნის" ბრენდის მართვა და აგრეთვე შესატყვისი სტრატეგიის შემუშავება/განხოციელება.

"ჩვენი ბრენდის განვითარება და პოზიციონირება, საკვანძო მნიშვნელობის გახლავთ. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ თომას გლასის სახით ამ სფეროს დიდი სპეციალისტი შევიძინეთ. მსურს ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს პერტნიორ კომპანია "აუდის", იმ ჰარმონიული და კონსტრუქციული მოლაპარაკებების გამო, რაც თომას გლასის "ბავარიაში" გადმოსვლას უკავშირდებოდა."-განაცხადა "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

"ამ კომპანიაში (იგულისხმება "აუდი") შესანიშნავი პერიოდი გავატარე, რის გამოც მათ მთელი გულით დიდ მადლობას ვუხდი. ამჟამად მოუთმენლად ველი ახალ გამოწვევებს. "ბაიერნი" - ეს ევროპული ფეხბურთის ტოპ-ბრენდია. სწორედ ამიტომ ჩემთვის უდიდესი პატივია მივიღო მონაწილეობა მის განვითარებაში და ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბებაში."-ეს კი თავად თომას გლასის სიტყვებია.
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.