» » EXPRESS: ბაიერნი სიტის ლეროი სანეს ტრანსფერში ბარტერს სთავაზობს

EXPRESS: ბაიერნი სიტის ლეროი სანეს ტრანსფერში ბარტერს სთავაზობს

30-მაი-2020, 16:47
0239
ცნობილი ბრიტანული გამოცემა express.co.uk TZ-ზე დაყრდნობით გვამცნობს, რომ მიუნხენის ბაიერნი ლეროი სანეს გადმობირების მცდელობას განაგრძობს. წყაროზე დაყრდნობით ირკვევა, რომ გერმანული გრანდი მზად არის ქალაქელებს მიმდინარე ზაფხულში ბარტერის სახით ლუკას ერნანდესი შესთავაზოს.

მიუნხენურმა კლუბმა სცადა COVID 19 გამოწვეული პანდემიური სიტუაციით გამოწვეული კრიზისი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა და ქალაქელებს დაბალ-ფასიანი შეთავაზება გაუგზავნეს, თუმცა სიტიმ კვლავინდებურად უარი განაცხადა.

TZ იტყობინება, რომ ახლა შესაძლებელია ლეროი სანეს ტრანსფერში ლუკას ერნანდესიც ჩაერთოს.
ფრანგი მცველი მანჩესტერ სიტის დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემების მოგვარების იდეალური გამოსავალი იქნებოდა.

ბენჟამინ მენდის ჰქონდა მარცხენა ფლანგი ჩაბარებული, თუმცა მრავალი ტრავმები ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა. როგორც ცნობილი ხდება თავად სიტის გულშემატკივრებიც უკმაყოფილოები იყვნენ მონაკოდან 52 მილიონ ევროდ გადმოყვანილი ფეხბურთელით და მასში საუკეთესო მცველს ვერ ხედავდნენ.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..