» » კომენტარები : ბაიერნი 5 - 0 ფორტუნა

კომენტარები : ბაიერნი 5 - 0 ფორტუნა

31-მაი-2020, 10:18
0147
ეს იყო სიძლიერის დემონსტრირება! დიუსელდორფის "ფორტუნასთან" გამართულ შეხვედრაში "ბავარიელები" სრული 90 წუთის განმავლობაში დომინირებდნენ და შეტევას შეტევაზე ახორციელებდნენ. საბოლოო ჯამში "ბაიერნმა" ანგარიშით 5-0 გაიმარჯვა. "დორტმუნდთან გამართული პაექრობის შემდეგ, მნიშვნელოვანი იყო იმის ჩვენება რომ გუნდი ტემპს არ აგდებს. ეს თვალსაჩინო იყო შეხვედრის პირველივე წუთებიდან"-აცხადებდა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ჰანსი ფლიკი.


ჰანსი ფლიკი - "ჩემს წინაშე ერთი მიზანია, ჩავატარო წარმატებული სეზონი! როდესაც "ბავარიაში" მუშაობ შენ გევალება გახდე ჩემპიონი. ამ მიზნისკენ წარმატებულ სვლას განვაგრძობთ, თუმცა წინ ჯერ კიდევ გვაქვს დარჩენილი ორთაბრძოლები. ახლა კარგ მდგომარეობაში ვართ. დორტმუნდთან გამართული პაექრობის შემდეგ, მნიშვნელოვანი იყო იმის ჩვენება, რომ გუნდი ტემპს არ აგდებს. ეს თვალსაჩინო იყო შეხვედრის პირველივე წუთებიდან. სწორედ ამიტომ ჩემი გუნდის თამაშით ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ. ვიყავით ძალზედ აგრესიულები და მეტოქე უშანსოდ დავტოვეთ. კარგად ჩანს გუნდში არსებული სიტუაცია, თითოეული ფეხბურთელი ერთმანეთის მოტივატორია."

დავიდ ალაბა - "ძალიან დიდი ამბიცია გვაქვს. გუნდში კი ბრწყინვალე ატმოსფერო სუფევს, ეს იგრძნობა თითოეულ შეხვედრაში. გვსურს ყოველ მატჩში მხოლოდ გამარჯვებას მივაღწიოთ. შიმშილის გრძნობა გვაქვს. ჩვენი სურვილია სატურნირო პოზიცია ბოლომდე შევინარჩუნოთ. ეს ყველასგან განგვასხვავებს."


ალფონსო დევისი - "ფეხბურთის თამაშით უბრალოდ ვტკბები და ყოველ ჯერზე ვცდილობ იმის დემონსტრირებას, თუ რა შემიძლია. დორტმუნდის "ბორუსიასთან" განვლილი მატჩის შემდეგ, რა თქმა უნდა, რთული იყო კვლავ ორთაბრძოლის გადატანა. გვსურდა მოცემულობის შენარჩუნება და სამი ქულის აღება. ეს შესანიშნავად გამოგვივიდა."
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.