» » რიოსლერი : წამოდგომა უნდა შევძლოთ

რიოსლერი : წამოდგომა უნდა შევძლოთ

31-მაი-2020, 10:40
0163
გერმანიის ჩემპიონატის 29-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" დუსელდორფის "ფორტუნას" დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით ანგარიშით 5-0 დასრულდა. ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში "ფორტუნას" დამრიგებელი უვე რიოსლერი აცხადებდა, რომ მის გუნდს გარკვეული შანსები ჰქონდა, თუმცა მათი გამოყენება ვერ მოახერხეს.

"ვფიქრობ შეხვედრა ზუსტად ისე დავიწყეთ, როგორც ამას ვგეგმავდით. ამის შემდეგ კი ძალიან მალე აღმოვაჩინეთ, რომ ინტენსიურ თამაშში ჩავებით. ეს შესანიშნავი მოედანია, თუმცა ჩვენთვის აქ თამაში ზედმეტად დიდ სისწრაფესთან ასოცირდება. პირველ ნახევარში სამი კარგი მომენტი შევქმენით, მათგან ერთი აუცილებლად გოლით უნდა დასრულებულიყო. თუ ჩვენ გოლს გავიტანდით, ეს დამატებით ენერგიას მოგვცემდა. სამწუხაროდ ხსენებული შანსების რეალიზება ვერ მოვახდინეთ. ასევე სამწუხაროა ისიც, რომ ამ მარცხით ჩვენ ცოტათი შევილახეთ ის რეპუტაცია, რაც განვლილ ორთაბრძოლებში მოვიპოვეთ. მიუხედავად ამისა, გუნდი ყოველი მარცხის შემდეგ წამოდგომას ახერხებდა. ახლაც ასე მოვიქცევით."-აღნიშნავდა უვე რიოსლერი.

ხსენებულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს "ფორტუნას" ფეხბურთელი ერიკ ტომიც. -"ყველამ კარგად იცის, თუ რა შეიძლება მოხდეს მიუნხენში. იმისათვის, რომ აქ წარმატებას მიაღწიო იდეალური დღე უნდა გქონდეს, "ბავარიამ" კი მთელი რიგი სისუსტეები გამოავლინოს. დღეს ეს ასე არ მომხდარა. "ბაიერნი" ბრწყინვალე ფორმაშია, ამ დროს კი მათი დამარცხება ძალიან რთულია. შედეგიც კანონზომიერია. 90 წუთის მანძილზე საკუთარი თამაშის პოვნა ვერ მოვახერხეთ."
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..