» » ლევანდოვსკი ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში ლიდერობს

ლევანდოვსკი ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში ლიდერობს

31-მაი-2020, 10:58
0186
მიუნხენის ბაიერნის ცენტრალური თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში ერთპიროვნული ლიდერი გახდა. შაბათს ბუნდესლიგის რიგით XXIX ტურში პოლონელმა ფორვარდმა დუბლის გაფორმება მოახერხა და გერმანიის ჩემპიონატში 29 გოლი ირიცხება უკვე მის ანგარიშზე.

ამრიგად, ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში 31 წლის თავდამსხმელის 58 ქულა აქვს მოგროვებული და მეორე ადგილზე მყოფ ლაციოს ფორვარდს ჩირო იმობილეს 4 ქულით უსწრებს.

გაცნობებთ, რომ ამ მომენტისთვის COVID 19-ით გამოწვეული პანდემიური სიტუაციის გამო იტალია ერთ-ერთი ცხელი წერტილი გახლდათ, შესაბამისად იტალიის ჩემპიონატი ჯერ არ განახლებულა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სერია A 20 ივნისისთვის აიღებს სტარტს.

ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში მესამე პოზიციას დორტმუნდის ბორუსიის ნორვეგიელი თავდმსხმელი ერლინგ ჰოლანდი იკავებს. ამ უკანასკნელის ანგარიშზე 26 გოლი ირიცხება, მათგან 16 ზალცბურგის მაისურით აქვს გატანილი. 19 წლის ფეხბურთელი ამ მომენტისთვის 44 ქულა აქვს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში თითო გატანილ გოლზე ფეხბურთელებს ორი ქულა ერიცხებათ/
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..