» » ჰიონესი : შესაძლოა "ბაიერნში" ახალი ეპოქა დაიწყოს

ჰიონესი : შესაძლოა "ბაიერნში" ახალი ეპოქა დაიწყოს

31-მაი-2020, 11:07
0293
მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრზიდენტი, ლეგენდარული ული ჰიონესი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, მანჩესტერ "სიტის" რიგებში მოასპარეზე ლეროი სანეს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს.

"ჩვენ გავახანგრძლივეთ ხელშეკრულება მანუელ ნოიერთან. იმედს ვიტოვებ დავი ალაბა და ტიაგო ალკანტარაც დათანხმდებიან ახალ კონტრაქტებს. გვყავს კიმიხი, ზიულე, ლევანდოვსკი. თუ "ბავარიაში" მოვა სანე და ამასთან დარჩება კომანი და გნაბრიც, მაშინ ჩვენ ახალგაზრდა პერსპექტიული გუნდი გვეყოლება. თუ ყველაფერი კარგად წარიმართება "ბავარიაში" ახალი ეპოქა დაიწყება."-ციტირებს გამოცემა Goal-ი ული ჰიონესის სიტყვებს.

მიუნხენის "ბაიერნში" ასპარეზობით დაინტერესებულია თავად ლეროი სანეც. იმისათვის, რომ ხსენებული გარიგება შედგეს სანე მზად არის ხელფასის ოდენობა 30 პროცენტით შეიმციროს. 24 წლის ფეხბურთელის ეს ნაბიჯი დაკავშირებულია კორონავირუსთანაც, რის გამოც საფეხბურთო ბაზარზე ერთგვარი პაუზაა დაფიქსირებული -აღნიშნავს გამოცემა.

შეგახსენებთ, ლეროი სანეს ტრანსფერი წინა სეზონშიც აქტუალური იყო. თუმცა მაშინ "ლივერპულთან" გამართულ შეხვედრაში ახალგაზრდა შემტევმა ტრავმა მიიღო და ასპარეზობას დიდი ხნით გამოეთიშა. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბაიერნი" მანჩესტერ "სიტისთან" შესაბამის მოლაპარაკებებს განაახლებდა.

ული ჰიონესი მანუელ ნოიერი ტიაგო ალკანტარა დავიდ ალაბა

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..