მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი თომას მიულერი, გერმანიის ჩემპიონატის 29-ე ტურში დუსელდორფის "ფორტუნას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, საგოლე გადაცემის ავტორი გახდა. მიულერმა პასი რობერტ ლევანდოვსკის გაუკეთა.
ხსენებული შედეგიანი გადაცემა თომას მიულერისათვის, მიმდინარე სეზონში რიგით მე-18 იყო. როგორც გამოცემა OptaFranz-ი სოციალურ ქსელ twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, გერმანელმა შემტევმა ამ ასისტით რეკორდი დაამყარა. ბუნდესლიგის 29 ტურის მონაცემებით მსგავსი მაჩვენებელი 2004/2005-სეზონის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
აბსოლუტური რეკორდი ამ მომენტამდე ემილიუ ფიორსბერგს ეკუთვნის, რომელმაც 2016/17 წლის გათამაშებაში 22 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. მიულერს აღნიშნული მიზნის მიღწევამდე სულ ცოტა დარჩა. ასევე აღსანიშნავია კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: დუსელედორფის "ფორტუნას" წინააღმდეგ დაფიქსირებული მოგება მიულერისათვის "ბაიერნის" მაისურით 250-ეა. ამ მაჩვენებელით იგი მხოლოდ ლეგენდარულ ოლივერ კანს ჩამოუარდება, რომლის ანგარიშზეც 260 გამარჯვებაა აღრიცხული.